მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ეს საინტერესოა

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს 8 წამი სჭირდება, რომ შეუყვარდეს. ბრიტანელ მეცნიერთა მტკიცებით, სიყვარულის გრძნობა არა უმეტეს 4 წელიწადს გრძელდება და პრაქტიკულად, ერთგვარ "გონებრივ" შერყევას წარმოადგენს! მეცნიერმა ხეორხინა მონტემაიორ ფლორესმა განაცხადა, რომ სიყვარულის პირველი ფაზა თავის ტვინში განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებით ხასიათდება. ისინი თავის ტვინშივე ყალიბდება და ნეირონებში კონცენტრირდება, რის შემდეგაც აქტიურდება თავის ტვინის შემდეგი ნაწილები: ნუშურა, თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ჰიპოკამპი. თავის ტვინის ეს ნაწილები ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი. მარტივად თუ ვიტყვით, შეყვარებულ ადამიანს თაყვანისცემის ობიექტის გარდა ფიქრი სხვა აღარაფერზე შეუძლია!
გარდა ამისა, კვლევების შედეგების თანახმად, მონტემაიორი ამტკიცებს, რომ თვით ყველაზე რომანტიკული და ძლიერი სიყვარულის გრძნობაც შეუძლებელია გაგრძელდეს 4 წელიწადზე მეტხანს. ამის მიზეზი კი ადამიანის ანატომიური აგებულებაა! მისი თქმით, ფიზიოლოგიურად "შეყვარებულობა" ფაქტობრივი აკვიატების მდგომარეობაა, უფრო ზუსტად,  სამეცნიერო ენაზე,“ფსიქიკის ობსესიურ-კომპულსური დარღვევის ტიპი.
მეცნიერთა დასკვნით, ყველაზე ძლიერი გრძნობა ადამიანს შეუძლია სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ განიცადოს! ეს სწორედ ის გრძნობაა, რასაც "ნამდვილ სიყვარულს" უწოდებენ. ყველა მომდევნო "სიყვარული" კი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ლტოლვა ან ბანალური მიჩვევაა.
მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ სიყვარული კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან სიყვარულის სტადიაში ქიმიური შენაერთები თავის ტვინში მათზე დამოკიდებულების განვითარებას იწვევს და ანალიტიკური მონაცემები ძლიერი წყურვილისა და შიმშილის მდგომარეობის ანალოგიურია...”
სიკვდილის საიდუმლო
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფი მომაკვდავ პაციენტებს, რომელთა გადარჩენაც უკვე არარეალური იყო, ელექტროენცეფალოგრამებს უღებდა.
გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე პაციენტების ტვინი, შეიძლება ითქვას, "ფეთქდება" - მასში წარმოიქმნება ელექტრული იმპულსების წარმოუდგენლად ძლიერი ნაკადები, ისეთი, რომელთა მსგავსი ადამიანის სიცოცხლეში არასდროს ვითარდება!
მედიკოსების დასკვნით, ეს ანომალიური მოვლენა უნდა იყოს დაკავშირებული სწორედ იმ ხილვებთან, რასაც მოჰყვებიან ხოლმე კლინიკური სიკვდილის შემდეგ“"იმ ქვეყნიდან" დაბრუნებული ადამიანები.
დოქტორ ჩავლას განმარტებით, ტვინის ყველა ნერვული უჯრედი, ანუ ნეირონი, საერთო-ელექტრულ ქსელს ქმნის, ხოლო სიკვდილის წინ ჟანგბადის მზარდი უკმარისობის პირობებში ისინი ელექტრული პოტენციალის შენარჩუნების უნარს კარგავენ. შედეგად, იწყება მათი განმუხტვის პროცესი, რომელიც ზვავისებურად ძლიერდება და მთელ ტვინს მოიცავს. სწორედ ამ დროს ტვინში, შესაძლოა, ყველაზე უცნაური სურათები წარმოიქმნას, - კაშკაშა სინათლიდან დაწყებული, გვირაბებითა და სხვა ჰალუცინაციებით დამთავრებული. მძლავრ იმპულსებს შეუძლია გარკვეული ხნით გააღვიძოს გრძელვადიანი მეხსიერების უბნები და ასეთ შემთხვევაში ადამიანის თვალწინ მთელი მისი ცხოვრება გაივლის, -“გამოეცხადებიან” დიდი ხნის გარდაცვლილი ნათესავები და ა.შ. ყოველივე ამას ბევრი ისეთი ადამიანი ადასტურებს, ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა.
მაგრამ საქმე ისაა, რომ დოქტორ ჩავლას პაციენტებიდან "იმ ქვეყნიდან" არც ერთი არ დაბრუნებულა და, ბუნებრივია, მათი მოსმენა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ამერიკელ მეცნიერთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ დოქტორ ჩავლას თეორიული მოსაზრებები დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ თავის ტვინის მსგავსი აფეთქება მხოლოდ შეუქცევადი ბიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში ხდება და არა შექცევადი“კლინიკური სიკვდილის დროს.
ყოველივე ამან მისტიკურად მოაზროვნეებს საშუალება მისცა დაესკვნათ, რომ დოქტორმა ჩავლამ და მისმა კოლეგებმა სინამდვილეში სულის სხეულისგან დაცილების პროცესი დააფიქსირეს. კარგა ხანია არსებობს მეცნიერული ჰიპოთეზა, რომ  სულისა და სხეულის დაცილების პროცესი ელექტრული კონდენსატორის განმუხტვის მსგავსი მოვლენაა და სიკვდილის მომენტში თავდაპირველად სხეულიდან სულის 90 პროცენტის დაცილება ხდება, ხოლო დანარჩენი“ნაწილი მე-9 დღიდან მე-40 დღემდე პერიოდში სცილდება.
დოქტორ ჩავლას ექსპერიმენტი იმასაც ადასტურებს, რომ სხეულში ადამიანის სულის ადგილი თავის ტვინია.
ძილის საიდუმლო
მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიკოსთა დასკვნით, ძილი ტვინს ეხმარება მოგონებების სწორად სტრუქტურირებაში და მეხსიერებას "შეცდომებისგან" იცავს.“აქამდე მიაჩნდათ, რომ ძილი აუმჯობესებს მეხსიერებას, მაგრამ ჩვენი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძილი "შეცდომებსაც" ებრძვის! "სწორედ ამიტომაა დაზეპირება უფრო ადვილი საღამოს, ვიდრე დილით", - აღნიშნავენ დასკვნაში. 
რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ რიგი აუცილებელი ცვლილებები ტვინში შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ძილის დროს. ამიტომ ძილი მხოლოდ დასასვენებლად კი არა, სწორედ ამ ცვლილებებისთვისაა საჭირო, რაც ტვინის სწორ მუშაობას განაპირობებს. ნევროლოგიის პროფესორ მარკოს ფრანკის თქმით, დადასტურებულია, რომ ტვინი ძილისა და ღვიძილის შემთხვევებში სხვადასხვაა არა მარტო ფუნქციონირებისა და ბიორიტმების, არამედ ბიოლოგიურად - ტვინის უჯრედის დონეზეც.
ფრანკის თქმით, დღისით შემოსული ინფორმაცია ნეირონების ახალ-ახალ კავშირს წარმოშობს, ძილისას კი ამ კავშირების სულ სხვა ბიოლოგიურ დონეზე გადაყვანა ხდება. ეს სწორედ ძილის ბიოქიმიური რეაქციებით ხორციელდება.

ქალის ფეხს ბევრი რამის მოყოლა შეუძლია მისი მფლობელის შესახებ. სპეციალისტისათვის საკმარისია ერთხელ შეხედოს ქალის ფეხს, რომ მაშინვე განსაზღვროს მისი ცხოვრების სტილი და ხასიათის თავისებურებები. უფრო მეტიც - ეს მთელი მეცნიერებაა და ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ნატურის რაღაც თვისებების განსაზღვრა, რადგან ზოგიერთი რამ ყველასათვის ხელმისაწვდომია.
მაშ ასე, რაზე გვიამბობენ ქალის ფეხები? მივყვეთ ამ მხიარული დასკვნების ჩამონათვალს: თუ მოულოდნელად თქვენი ფეხის ზომა გაიზარდა, ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობების და მიღწევების აღიარებას ელოდებით, მაგრამ თქვენი ამბიციების რეალიზაციისათვის ახალი გზები უნდა მოძებნოთ. თუ ფეხი გაგიგანიერდათ, შესაძლოა, ძალიან ბევრს მუშაობთ და აუცილებელია დასვენებაზე იფიქროთ. ვიწრო ტერფი ზედმეტი სინაზისა და სიზარმაცის ნიშანია. ასეთი ფეხის მქონე ქალი თავს არ იწუხებს არც პატარა, არც დიდი საზრუნავით,

 

ფსიქოლოგებისა და ნეირობიოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული იქნა უცნაური ექსპერიმენტი. მათ შესთავაზეს სტუდენტთა ჯგუფს ტესტი, რომლითაც ფასდებოდა სივრცული აზროვნების განვითარების ხარისხი. კვლევის ჩატარებამდე 10 წთ-ით ადრე სტუდენტთა ერთი ჯგუფი უსმენდა მოცარტის მუსიკას, ხოლო მეორე კი ფილიპ გლასის ოპუსებს. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: მათ, ვინც უსმენდა მოცარტს, აღენიშნათ შემოქმედებითი ძალების ნამდვილი მოზღვავება და 62%-ით მეტად წარმატებულნი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, როგორც სურდოლოგები (სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან სმენის დეფექტებს) და ლოგოპედები (სპეციალისტები, რომლებიც დაკავებულნი არიან მეტყველების პრობლემების კორექციით) აღნიშნავენ, კლასიკური მუსიკას გააჩნია სამკურნალო ეფექტი. კერძოდ, მოცარტის მუსიკის ეფექტი განპირობებულია მასში მაღალი სიხშირის ტალღების პრევალირებით. ეს ბგერები, ერთის მხრივ, აძლიერებენ შუა ყურის მიკროსკოპულ კუნთებს,

 

უამრავი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის წყალობით ბევრმა იცის პირის ღრუში მჟავა-ტუტე  წონასწორობაზე  საღეჭი რეზინის ზეგავლენის  შესახებ, თუმცა რეგულარულ ღეჭვას აქვს სხვა დადებითი და უარყოფითი მომენტებიც.
ცოტა რამ საღეჭი რეზინის ისტორიიდან: საღეჭი რეზინა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს.   ინდიელები ღრძილებისა და საღეჭი კუნთების გავარჯიშების მიზნით იყენებდნენ მატყლისა და თაფლის ნარევს. კოლუმბის  მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ თამბაქოსთან ერთად ევროპაში მოხვდა დღევანდელი საღეჭი რეზინის წინამორბედები, რომელთა სიკეთეც ვერ დააფასეს მაშინდელმა  ევროპელებმა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამერიკაში მოხდა საღეჭი რეზინის ხელმეორედ დაბადება. საღეჭად გამოიყენებდნენ ნაძვის ფისს, რომელსაც საღეჭი თვისებების მისანიჭებლად ხანგრძლივად აჩერებდნენ პირის ღრუში. ეს აძნელებდა საღეჭი რეზინის ფართოდ გავრცელებას. “საღეჭი ინდუსტრის” სწრაფი წინსვლა გამოიწვია სხვა მცენარეების წვენის გამოყენებამ,

 

ყველა ქალი მომხიბლავი ჩანს, როცა მის ფეხს მოხდენილი ჩექმა  ამშვენებს.  შესაძლოა ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდ ზარალს აყენებდეს თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს ანუ  იყოს უხარისხო და მოუხერხებელი.
ფეხსაცმელი - ეს არის სტილი, ეს არის იმიჯი, ფინანსური მდგომარეობისა და კეთილდღეობის სავიზიტო ბარათი. მაშ, როგორ შეიძლება, ეკონომია გავაკეთოთ ასეთ მნიშვნელოვან აქსესუარზე?უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, ხოლო ხარისხიანმა ელეგანტურობა შემატოს სადა, არაფრით გამორჩეულ სამოსს.
ნატურალური ნაწარმიხელოვნური ტყავი, როგორი მაღალი ხარისხისაც უნდა იყოს, მაინც

 

სამწუხაროდ, არ შემონახულა ზუსტი ცნობები იმის შესახებ,  ვინ გამოიგონა ეს მეტად საჭირო ნივთი. ერთ-ერთი ვერსიით, სათვალე ინგლისელმა ბერმა როჯერ ბეიკონმა შექმნა 1266 წელს. იგი ცდას ატარებდა კვარცის კრისტალებზე და... მიიღო გამადიდებელი შუშა. ბერმა შუშა ანგარიშმიუცემლად დადო გაშლილ წიგნზე და გაოცდა, როცა მან ნაწერი გაადიდა. მას შემდეგ ბეიკონი კითხვის დროს გამადიდებელ შუშას იყენებდა. სათვალის შესახებ მეორე ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი,  რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.
საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან შერაცხა სათვალეც და მისი გამომგონებელიც, 

 

ავსტრიელი ფსიქოლოგი ილონა პაპუსეკი და მისი კოლეგები გრაცის უნივერსიტეტიდან მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიცილით თერაპია ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია გულის დაავადებების მქონე პაციენტთათვის.
30 პაციენტისაგან შემდგარი გუნდი მათ მიერ დაყოფილ იქნა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი 6 კვირის განმავლობაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას სესიაში «სიცილის იოგა», ხოლო მეორე ჯგუფი იმყოფებოდა ჩვეულებრივი თერაპიული ზემოქმედების ქვეშ.
როგორც «Membrana» იუწყება, «სიცილით თერაპია»

 

როგორც ახალი გამოკვლევები გვიჩვენებენ გატეხილმა გულმა შეიძლება მოკლას მისი პატრონი. რამოდენიმე თვის განმავლობაში საყვარელი ადამიანის დაკარგვის დროს სიკვდილის რისკი 5 ჯერ იზრდება.როგორც ახალი გამოკვლევებიდან ჩანს მეუღლის დაკარგვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება მეორე მეუღლის მოსწრაფებულად დაღუპვის შანსიც, ფსიქოლოგიური სტრესის გამო.
სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ნომერში სამედიცინო ჯურნალისა The Lance , მოცემულია შედეგი გამოკვლევა, რომლის მიხედვით რისკი ცოლის სიკვდილის შემდეგ ქმრის მოსწრაფებული სიკვდილისა 21%, იზრდება ხოლო, ქმრების სიკვდილის შემდეგ რისკი ცოლების მოსწრაფებული სიკვდილისა კი 17% ...

 

ყნოსვას და სურნელს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ყველას კარგად მოეხსენება. სურნელს ადამიანის მხოლოდ დამშვიდება ან აღფრთოვანება კი არა, განკურნებაც შეუძლია. ჩინელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლით ადრე იცოდნენ, რომ ზოგიერთი მცენარის ეთერზეთს სამკურნალო ეფექტი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფიზიოლოგიურ პროცესებზე ქაფურის ხსნარების ზეგავლენა დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი. პიტნის კვერუკები (პიტნის ეთერზეთით გაჟღენთილი შაქრის ნატეხები) გულისრევის შეგრძნებას რომ ახშობს, ესეც ჩინებულად მოგეხსენებათ.
პიტნის ზეთი, რომლის მთავარი კომპონენტი მენთოლია, ზედა სასუნთქი გზების კატარული პროცესების (ლორწოვანი გარსის ანთების) ერთ-ერთი საუკეთესო წამალია,

 

ამბობენ, იმის მიხედვით, რა ინახება ქალის ჩანთაში, მის პატრონზეც ბევრს გაარკვევთო. იქნებ ვცადოთ მსგავსი ანალიზის ჩატარება? გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავზე ბევრ რამეს გავიგებთ საინტერესოს.
მაშ ასე, ვხსნით ჩანთას და...
«ქაოსი»
უეჭველია, რომ ამ ჩანთაში პირველადი მოხმარების საგნები ფსკერზეა. შიგთავსის ნახევარი უნდა ამოალაგო (ხანდახან მეტიც), რომ სამგზავრო ბილეთი ან ბლოკნოტი იპოვო...რის თქმა შეიძლება ასეთი ჩანთის პატრონზე?როგორც ჩანს, მისი დევიზია – “არანაირი პრობლემა”. ბუტია არ არის, გულღიაა, თუმცა არაორგანიზებულობის გამო, ერთხელაც, შესაძლოა, დაგაღალატოს, ადვილად ეცნობა და ადვილად შორდება ადამიანებს. კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ შეუძლებელია, რამე ძალიან სწრაფად იპოვოს ან გააკეთოს. თუ ამას მოთხოვთ, წონასწორობას დააკარგვინებთ. ყოფით ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. 
«სამაგალითო წესრიგი»

 

ცოტაოდენი დაკვირვების უნარიც კი ადამიანის ბევრ თვისებას გამოააშკარავებს. მაგალითად, ამერიკელი ფსიქოლოგები თვლიან, რომ პიროვნების თავისებურების ამოცნობა იმის გაგებითაც შეიძლება, თუ რაში სძინავს მას.
არ გვჯერა? შევამოწმოთ!
ქალები:

- გრძელ ღამის პერანგში იძინებენ მგრძნობიარე, ძალიან შთაბეჭდილებიანი და უკიდურესად რომანტიკული ქალბატონები. იდეალურად გამოიყურებიან ხოლმე, გარეგნობა ხომ მათი ყოველდღიური საზრუნავის მთავარი თემაა; გარშემომყოფების თვალში ნამდვილ დედოფლად უნდა გამოიყურებოდნენ.
- სქელ ფლანელის პიჟამაში სიზმრებს კეთილი, რბილი, გულიანი ადამიანები ხედავენ, რომლებიც პრობლემებში ჩავარდნილი საყვარელი ადამიანის დახმარებას ცდილობენ. რა ესიზმრებათ? ალბათ, ხმაურიანი წვეულებები და შორეული მოგზაურობები, რომლებსაც აღმერთებენ

 

ყავისფერი ბრინჯი, რომელიც სულ უფრო პოპულარული  ხდება  აზიურ ქვეყნებში, შეიძლება ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის საშუალებად გამოდგეს. იაპონელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იგი თეთრ ბრინჯთან  შედარებით ტვინის მუშაობისთვის აუცილებელ  ათჯერ  მეტ ნივთიერებას შეიცავს, ეს კი დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი პირობაა.
ამასთანავე გაირკვა რომ, ახალაღმოცენებული ბრინჯი 13-ჯერ მეტ ორიზანულ 

 

ნაფტალინის მძაფრმა  სუნმა, რომ არ შეგაწუხოთ (ისედაც არც თუ უვნებელია მისი სუნი ადამიანისათვის), ტანსაცმლის ჩრჩილისგან დასაცავად გამოიყენეთ გამხმარი ბალახი – პიტნა, ასფურცელა, ავშანი. დაწანით ამ ბალახების გვირგვინი და დაკიდეთ  ტანსაცმლის კარადაში. თანსაცმელი და თეთრეული არა მხოლოდ მწერებისაგან იქნება დაცული,

 

კვერცხში ძალიან ბევრია სასარგებლო ამინომჟავა. კვერცხის გულში თავმოყრილი ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობს ნივთიერებათა სწორ ცვლას. კვერცხის გულის ფასეულ კომპონენტს – ლეციტინს მედიცინა თვლის აქტიურ ანტისკლეროზულ  ნივთიერებად. მისი წყალობით ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი ქოლესტერინი . მაგრამ,

 

აღმოჩნდა, რომ მწვავე სანელებლები საკვებს მხოლოდ პიკანტურ გემოს კი არ აძლევს, არამედ მასში მოხვედრილ მავნე მიკროორგანიზმებსაც ანადგურებს. ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ექსპერიმენტულად დაადგინეს, რომ ძირითადი ნივთიერება, რომლებიც სანელებლების ანტიბაქტერიულ მოქმედებას უზრუნველყოფს , დოდეცენალია. ანტიმიკრობული აქტივობით იგი დაახლოებით  ორჯერ აღემატება  “სინთეტიკურ’’

 

ძველად ექიმებს არ ჰქონდათ აპაატურა, რომლის საშუალებითაც სწორ დიაგნოზს დასვამდნენ.სამაგიეროდ, ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ ადამიანს და ამის საფუძველზე შეეძლოთ ეთქვათ, თუ რა სჭირდება – მაგალითად, ავადმყოფს მათ წინ უნდათ გაევლო.ჩვენც შეგვიძია, საკუთარ თავზე გამოვცადოთ დიაგნოსტიკის მათეული მეთოდი, თუ ყურადღებას მივაქცევთ ჩვენი სიარულის მანერას: თუ მხრები თითქოს ოდნავ წინ არის წამოწეული, უნდა შეიმოწმოთ კუჭის მუშაობა;ის,

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხუთიდან ერთ მამაკაცს ქალის ტვინი აქვს – თავისი გარეგნობის მიუხედავად.ასე რომ ბევრ ცოლს არ უნდა გაუკვირდეს, თუ მისი ქმარი გატაცებულია მოდური ტანსაცმლით, ქარგვით, ქსოვით, კულინარიით, პარფიუმერიით. ამავდროულად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველ მეშვიდე მანდილოსანს, ტვინის მამაკაცური წყობა აქვს. ასეთი ქალები გამოდიან ცნობილი მათემატიკოსები, მეცნიერები, ისინი გამოირჩევიან ანალიტიკური ნიჭით და ხშირად ხდებიან სპორტული კომენტატორები. კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ მამაკაცური და ქალური ტვინის თვისებები კარგად არის ცნობილი, ამიტომ

 

ზოგიერთ ადამიანს გაჭაღარავება ადრეულ ასაკში ეწყება. ეს პროცესი გენეტიკურია.გაჭაღარავების ძირითადი მიზეზი მემკვიდრეობითი დაავადებებია... თმა არ შეიძლება გათეთრდეს ერთ დღეში, არც რამოდენიმე კვირაში სტრესის გამო, როგორც ამას რომანებში წერენ. ჭაღარის მომატებას იწვევს მღებავი პიგმენტების გამომუშავების შეფერხება.ზოგჯერ გაჭაღარავება შეიძლება შევაჩეროთ ორგანიზმში მიკროელემენტების დონის მაღლებით, რა თქმა უნდა, სპეციალისტების ხელმძღვანელობით. მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პროცესი ღრმადაა წასული,

 

დადგენილია პირდაპირი კავშირი ძილის ხანგრძლივობასა  და გასუქებას შორის. თურმე ვისაც ცოტა სძინავს, განსაკუთრებით იმატებს წონაში.ვისაც ღამით 4 სთ-ზე ნაკლები სძინავს, გასუქების რისკი 75% - ით მეტი აქვს, ვისაც 7-9 სთ სძინავს.საქმე ისაა, რომ თუ ადამიანს ღამით არ სძინავს, როგორც წესი,ბევრს მიირთმევს და ცოტას

 

ფსიქოლოგების აზრით, სიცილის მანერის მიხედვით, ადვილად შეიძლება ადამიანის ხასიათზე მსჯელობა.
თუ სიცილის დროს ნეკი თითით ეხებით ტუჩებს
საკუთარი შეხედულებები გაქვთ ქცევის წესებსა და მანერებზე და მათ მკაცრად იცავთ, ამასთან, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ.
თუ სიცილის დროს ტუჩებზე ხელს იფარებთ
ცოტა მორცხვი ხართ და საკუთარი ძალების არ გჯერათ. აქტიურობას ერიდებით, ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ. თავს მაშინაც კი უხერხულად გრძნობთ, როცა გაქებენ. გირჩევთ, ნუ გაგიტაცებთ თვითანალიზი და თვითკრიტიკა.
თუ სიცილის დროს თავს უკან სწევთ
მიმნდობი ხართ. ხშირად გაუთვალისწინებელ, არაპროგნოზირებად ნაბიჯებსაც დგამთ, ამ დროს მხოლოდ

 

ბრიტანელი სპეციალისტების განცახებით ბარძაყების, თეძოებისა და დუნდულების არეში დაგროვილი ცხიმი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან მეტაბოლიზმისა და გულის დაავადებების შესახებ გვაფრთხილებენ. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, თეძოებთან დაგროვილი ცხიმი მავნე ცხიმმჟავებს იწოვს და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც არტერიის დახშობის საშიშროების შესახებ გვაფრთხილებენ.ოქსფორდელი მეცნიერების თქმით,

 

სტატისტიკის თანახმად, სმენის დაქვეითება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით მოზარდებში. მედიკოსები სმენის დაკარგვისა და დაქვეითების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ამჯერად რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.სმენანაკლულობისადმი ტენდენცია ხშირად მემკვიდრეობითაც გადაეცემა. თუ დედა, მამა, ორივე მათგანი ან სხვა სისხლით ნათესავი დაბადებიდან სმენადაქვეითებულია, სმენანაკლული ბავშვის დაბადების ალბათობა, რა თქმა უნდა,

 

ნაოჭები მხოლოდ ასაკოვან მამაკაცებს როდი უჩნდებათ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ისინი პატრონის ხასიათზე საკმაოდ ბევრს მეტყველებს.ჰორიზონტალური ნაოჭები მამაკაცის შუბლზე 1-3 სწორი ნაოჭი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ძლიერი, ენერგიული, გაწონასწორებული და ჰარმონიული პიროვნებაა. მას მდგომარეობიდან ვერაფრით გამოიყვან, მასთან ჩხუბი თითქმის წარმოუდგენელია. 3 ნაოჭზე მეტი კიდევ უფრო მტკიცე ხასიათის მიმანიშნებელია. ასეთი მამაკაცი გულღიაა და ექსპერიმენტების არ ეშინია, განსაკუთრებით - სიყვარულში.
მამაკაცი, რომელსაც შუბლზე ტალღისებური ან წყვეტილი ნაოჭი აქვს,

 

მოვლილი ტუჩები ბევრად ახალგაზრდას აჩენს ქალბატონებს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ ცნობილი ვარსკვლავები მონიკა ბელუჩი, ანჯელინა ჯოლი, პენელოპა კრუსი, სოფი ლორენი, რომლებიც წლების განმავლობაში ლიდერობდნენ პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალბატონების სხვადასხვა რეიტინგს და სწორედ ლამაზი ტუჩებით იქცევენ ყურადღებას.
ტუჩების ირგვლივ ნაოჭები გაცილებით ხნიერს აჩენს ქალბატონს. ნაადრევი და გვიანი ნაოჭების წარმოქმნა გარეგან ფაქტორებთან ერთად გენეტიკურ მონაცემებზეცაა დამოკიდებული,

 

არომატულქაფიან აბაზანაში ნებივრობა ყველას უყვარს, გამონაკლისი არც ჰოლივუდელი ლამაზმანები არიან, თუმცა თითოეულს თავისი რეცეპტი აქვს.რამდენიმე რჩევა: ჩართეთ მშვიდი მუსიკა, აანთეთ რამდენიმე სანთელი და გამორთეთ მობილური ტელეფონი.
პროცედურის დროს წყლის ოპტიმალური ტემპერატურა 38-39 გრადუსი უნდა იყოს. გულ-მკერდის მიდამო წყლით არ დაიფაროთ. აბაზანის შემდეგ დამატენიანებელი კრემი ან ზეთი წაისვით.ჯენიფერ ლოპესს ძალიან უყვარს თაფლი და მას კოსმეტოლოგიურ პროცედურებშიც აქტიურად იყენებს. მსახიობმა იცის,

 

- სულ უმნიშვნელო თავის ტკივილის ან უსიამოვნო გუნება-განწყობილების დროს მაშინვე წამალს ნუ მიიღებთ. მართალია, შეუმჩნევლად, მაგრამ ის ორგანიზმს ასუსტებს და იმუნიტეტს აქვეითებს.ზოგჯერ ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, დაავადებებისადმი მისი წინააღმდეგობის გასაძლიერებლად საკმარისია ფეხის ტერფების რეფლექსური ზონების მასაჟი, რომელიც ააქტიურებს ნერვულ რეფლექსებს და ორგანიზმის თვითრეგულაციის სისტემას. ეს პროცედურა,

 

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენს ენდოკრინულ ორკესტრში პირველი ვიოლინოა, რომლის დირიჟორიც ჰიპოფიზია. ამ პეპლის ფორმის ძალიან პატარა (18 მმ-მდე მამაკაცებში, 25 მმ-მდე - ქალებში)  ჯირკვალს მეტად მნიშვნელოვანი როლი აკისრია - უშუალოდ სისხლში გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას - თირეიდულ ჰორმონს, რომელიც ააქტიურებს ყველა უჯრედში ნივთიერებათა ცვლას,

 

ხორციანი, მსუყე კერძების ხშირად და გადამეტებულად ჭამა ნიკრისის ქარით დაავადებას უწყობს ხელს. სტატისტიკურად, ამით ხშირად მამაკაცები ავადდებიან. ნიკრისის ქარი არასწორი ცხოვრების წესით არის გამოწვეული, ამიტომ მისი კონტროლი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ცხოველური ცილებისა და ალკოჰოლის ზედმეტად მიღება არღვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
სანამ ნიკრისის ქარი იჩენს თავს, რამდენიმე წელი ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. დაავადების მიზეზი ორგანიზმში შარდმჟავას დონის მომატებაა,

 

მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ქრონიკული დაავადებების 60% ნერვულ ფონზე ვითარდება, თუმცა, მათი აზრით, ბევრი რამ ადამიანის ხასიათზეც არის დამოკიდებული. კარიერაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც გადაბმულად, შვებულების გარეშე მუშაობენ, უპირველეს ყოვლისა, გულს უნდა გაუფრთხილდნენ. გულის დაავადების საფრთხე ემუქრება მასაც, ვისაც გულთან მიაქვს როგორც თავისი,

 

როცა "სხეულის ენის" შესწავლის შემდეგ ადამიანმა მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, ხათუნა მუზაშვილმა გადაწყვიტა, ეს ენა სხვებისთვისაც ესწავლებინა. თავად მას ხერხემლის პრობლემები, დეპრესია, ნევროზი და ფობიები აწუხებდა და რუსეთიდან განკურნებული დაუბრუნდა საქართველოს. ის ამჟამად აკადემიკოს ნერბეკოვის წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და უკვე მეოთხე წელია თავდაუზოგავად მუშაობს.
- ხათუნა, რას ნიშნავს ნერბეკოვის სისტემა?
- ეს სისტემა ბევრ რამე მოიცავს. მაგალითად,

 

მუსიკა დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს გუნება-განწყობილებაზე. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, თუ რომელი კომპოზიტორის ნაწარმოები მოქმედებს ადამიანზე  სასიკეთოდ.მუსიკა აწესრიგებს სუნთქვას, ხსნის კუნთების დაძაბულობას. მუსიკის სწორად შესარჩევად საჭიროა ყური მიუგდოთ ორგანიზმს, ის გიკარნახებთ როგორ მუსიკას მოუსმინოთ - მშვიდს,

 

ვირის რძისგან დამზადებული ყველი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად აღიარეს. ერთი კილოგრამი ყველის ღირებულება 1000 ევროა. ამ პროდუქტის მაღალი ფასი იმით აიხსნება, რომ იგი ნამდვილი დელიკატესისგან მზადდება, რომლის ერთი ლიტრი 40 ევრო ღირს. ყველის წარმოებაში გამოიყენება სერბეთის ნაკრძალ ”ზასავიცაში”  გამოზრდილი ცხოველების რძე. მსოფლიომ ამ ყველის შესახებ სულ ახლახან, მას შემდეგ შეიტყო,

 

მის "Hanako Showa"– ასე ეწოდება სამედიცინო რობოტს, რომლის მისია დამწყები სტომატოლოგების "შეცდომების" ატანა იქნება. 157 სანტიმეტრიანმა ჰუმანოიდმა სტომატოლოგიურ სავარძელში, გამოუცდელი სტაჟიორების ხელში ჩავარდნილი  პაციენტები უნდა შეცვალოს.ახალგაზრდა, სიმპათიური იაპონელი ქალბატონის გარეგნობის მქონე რობოტი კომპანია თმსუკ-მა შექმნა, იაპონიის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის  ხელმძღვანელობით. მათ შორისაა სამედიცინო უნივერსიტეტი Showa.

 

ფიზიკური ფაქტორების გავლენით, წყლისა და მზის ენერგიებით მკურნალობა უძველესი დროიდან არის ცნობილი. მაგალითად, ძველი ეგვიპტელები სამკურნალოდ იყენებდნენ ნილოსის ტალახს. მე–18 საუკუნეში – ელექტრობის აღმოჩენასთან ერთად ფიზიოთერაპია განსაკუთრებით განვითარდა. საქართველოში ფიზიოთერაპიის ინსტიტუტი 1922 წელს ჩამოყალიბდა. 1927 წელს იგი კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტად გადააკეთეს. ფიზიოთერაპია სამკურნალოდ იყენებს ჰავას, მზეს, მინერალურ წყლებს,

 

მოსკიტები პირველობას არ თმობენ - ყველაზე მომაკვდინებელნი არიან. კოღოების ნაკბენთა უმეტესობა მხოლოდ ქავილს იწვევს. მოსკიტები კი საშიში დაავადებების: მალარიის, ყვითელი ციების, დენგეს და ენცეფალიტის გადამტანნი არიან.მათი ნაკბენით წელიწადში სამ მილიონ კაცზე მეტი კვდება. ასეთი შემთხვევების 85-90% ხდება აფრიკაში,

 

ხვრინვა ხახის რბილ ქსოვილებში ჰაერის ნაკადის გავლისას წარმოიქმნება. ხვრინვას უჩივის მოზრდილი მოსახლეობის 30%-ზე მეტი, ხოლო 60 წლის შემდეგ - 60% მეტი ადამიანი.ხვრინვა შეიძლება, ისეთი სერიოზული დაავადების წინასიმპტომი იყოს, როგორიცაა, ძილში სუნთქვის გაჩერება (ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომი). ხვრინვა ჩნდება ცხვირის ძგიდის გამრუდების, ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროების,

 

ღვინო ცხოვრების ნაწილია.მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა:”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან.”უფროსების მიმართ შემწყნარებლობა შემთხვევითი არ იყო. ბრძენმა პლატონმა მშვენივრად იცოდა, რომ ღვინოს შეუძლია სიბერის ტვირთი შეამციროს, დააბრუნოს ახალგაზრდული სიმკვირცხლე, გაფანტოს ნაღველი,

 

ქოლესტერინი, რომელსაც მედიკოსები ბევრი დაავადების პროვოკატორს უწოდებენ, ბუნებრივი ცხიმიანი სპირტია, რომელსაც შეიცავს ორგანიზმის ყველა უჯრედი.მისი 70% სისხლძარღვებში ხვდება ღვიძლიდან, 30% კი საკვებიდან. ე.წ. "კარგი" ქოლესტერინი იცავს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების გამომუშავებას, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის ინფექციებისა და

 

ინდიგო ბავშვები კაცობრიობის განვითარების, ანუ ადამის გენეოლოგიურ ხეზე ყლორტებივით ამოვიდნენ. ისინი, მართლაც, განსხვავდებიან ჩვენგან. ალბათ, ასეც უნდა იყოს, რადგან ახალი დროების შვილები არიან. კაცობრიობა წინ მიიწევს. საერთოდ, ყოველი მომავალი თაობა წინამორბედზე უფრო განვითარებული უნდა იყოს. ინდიგო ბავშვების ამოცნობა ძნელი არ არის - მათ აქვთ შემოქმედებითი ნატურა, მაღალი ინტელექტი, გამოირჩევიან საოცარი გაბედულებითა და

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ კინტრაია ამბობს, რომ მისი პროფესიის არჩევაში ლომის წილი მამამისმა, ცნობილმა გინეკოლოგმა, პალიკო კინტრაიამ შეიტანა. ახლა მამა–შვილი ერთ კლინიკაში მუშაობენ. რასაც მივაღწიე, ყველაფერი მამაჩემის დამსახურებააო, ამბობს ახლა უკვე თავადაც ცნობილი ექიმი, რომელსაც თავიდან მხოლოდ ქირურგობა სურდა,

 

- მსხვილი ტუჩები - ემოციურობის, სექსუალურობისა და მგრძნობიარობის მაჩვენებელია.- თხელი ტუჩები - საკუთარ თავში ჩაკეტილ, ნაკლებად კონტაქტურ ადამიანებს აქვთ. ხშირად ცხოვრებაში წარუმატებლები არიან და მტკივნეულად აღიქვამენ გარშემო მყოფთა წარმატებებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეგობრები მათთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის მზად არიან მათ დასახმარებლად.- ოდნავ წინ წამოწეული ზედა ტუჩი - მიგვანიშნებს მიზანდასახულ,

 

ხელზე, როგორც წიგნზე, არამხოლოდ ბედის, ჯანმრთელობის წაკითხვაც შეიძლება.
ხელისგული
* წითელი ხელისგული ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მაჩვენებელია.
* მარმარილოსფერი – ნერვულ სისტემაში უთანხმოებაზე მიუთითებს.
* მოყვითალო ხელისგული ღვიძლში ან

 

С ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირება ზრდის თირკმლის კიბოს განვითარების რისკს, დაასკვნეს ექიმებმა ჰენრი ფორდის საავადმყოფოდან (აშშ). ათწლიანი პერიოდის განმავლობაში 67 ათასი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით მედიკოსებმა შეამჩნიეს, რომ С ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა 0,6%-ს შემდგომ განუვითარდა თირკმლის სიმსივნე.ისეთი ფაქტორების კონტროლის შემდეგ, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა და თირკმელების დაავადებების არსებობა,

 

ვისაც ხვრინვა გაწუხებთ, სასარგებლოა ძილის წინ ჩართოთ თქვენი საყვარელი სიმღერა და აჰყევით მომღერალს... ბრიტანელი ექიმები ამტკიცებენ, რომ სახმო სიმების სპეციალური ვარჯიშები ამაგრებს რბილი სასის კუნთებს, რომლის სისუსტე არის ხვრინვის მიზეზი.კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჰიპერტონიის საწინააღმდეგო კიდევ ერთი საშუალება - ჩახლილი ერბოკვერცხი, რომელიც შეიცავს ინჰიბიტორების მსგავს განსაკუთრებულ ნივთიერებას. თურმე კუჭის ფერმენტებისა და

 

დიდი ხანია შენიშნულია, რომ ზოგიერთი სამოსი ჯანმრთელობას ვნებს, სხვები პირიქით, დაავადებისგან განკურნებას ეხმარება. საქმე ეხება მასალას, რომლისგანაც ის არის დამზადებული.
ვირჩევთ ნატურალურს
სამკურნალო თვისება არ გააჩნია მხოლოდ სინთეტიკას. ხელოვნური ქსოვილები გარემოსთან ენერგოცვლას არღვევენ. სამაგიეროდ ნატურალურ ქსოვილს ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების შეცვლა შეუძლია. ბამბის ქსოვილი ერთ–ერთი პოპულარულია. მსუბუქია, რბილია,

 

ალერგიულმა დარღვევებმა, როგორიცაა ასთმა ან ეგზემა, შეიძლება გაზარდოს ორგანიზმის უნარი, მოიშოროს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები. საქმე იმაშია, რომ ეს დაავადებები დაკავშირებულია იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობასთან, წერენ მკვლევარები ამერიკის ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კოლეჯის (ACAAI) ჟურნალში. ამრიგად, ზემოაღნიშნულ დაავადებებს შეუძლიათ შეამცირონ კიბოთი დავადებების რისკი.მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა მონრეალში (კვებეკი). 7 წლის განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ კიბოთი დაავადებულ 3300 მამაკაცს და

 

ყავისა და ტკბილი გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარებაც კი არ უკავშირდება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის მატებას, აღნიშნავენ ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები.დღესდღეობით ჯანმრთელობაზე ყავისა და ჩაის პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით მეცნიერთა აზრი იყოფა. ჩაი ერთდროულად შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტებს და ასევე, პოლიამინებს, რომელიც, მეცნიერთა აზრით,

 

ანთროპოლოგებს თუ დავუჯერებთ, ათასწლეულების მანძილზე ადამიანის სიმაღლე არაერთხელ შეცვლილა. ყველაზე დაბლები (საშუალოდ 160 სმ) ქვის ხანაში მცხოვრები ნეანდერტალელები ყოფილან, ყველაზე მაღლები კი (საშუალოდ 183 სმ) თანამედროვე კრომანიონელები. შუა საუკუნეებში ადამიანის ზრდა მკვეთრად შეფერხდა. თვით სახელგანთქმულ რაინდთა სიმაღლე,

 

პარაფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, ოფიციალურად ჯერჯერობით აღიIარებული არ არის. ამ ფენომენის არსებობას მეცნიერები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.ბოლო დროს გახშირდა მსჯელობა პარაფსიქოლოგიური იარაღის სპეცსამსახურების მიერ გამოყენების თაობაზე. ის, რაც მეცნიერულად ჯერ დაუსაბუთებელია და ამოუხსნელი, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ ის,

 

ანგინის მთავარი "მსხვერპლია" ნუშისებრი ჯირკვლები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზმის მიკრობებისგან დაცვა. ანგინა შეიძლება გამოიწვიოსსტრეპტოკოკებმა, სტაფილოკოკებმა, ზოგიერთი სახის სოკომ, სხვადასხვა ტიპის ვირუსმა.ზოგჯერ ანგინის მიზეზი შეიძლება გახდეს დაავადებული კბილები ან ყურები. ანგინის პირველი სიმპტომები დაინფიცირებიდან 1-2 დღის შემდეგ იჩენს თავს. ანგინა იწყება მძაფრი თავის ტკივილით,

 

ადამიანები, რომელთაც დიდი ზომის ცხვირი აქვთ, სხვადასხვა ვირუსული ინფექციისგნ ყველაზე მეტად არიან დაცული. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ სახის გამოწეული ნაწილი ადამიანს გრიპისა და გაციების ვირუსისგან იცავს. რაც უფრო დიდია ცხვირი, მით დიდია ბუნებრივი ბარიერი, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადამტანი მტვრისა და ბაქტერიების ნაწილებს აჩერებს. აიოვას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა,

 

შვედმა მეცნიერებმა გამოავლინეს კავშირი ქალებში წელის გარშემოწერილობასა და ძილის ხანგრძლივობას შორის. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ნაკლებ დროს ანდომებს ძილს ქალი, მით უფრო მეტია მისი წელის გარშემოწერილობა. ამასთან განსაკუთრებით ძლიერია ურთიერთკავშირი ხანმოკლე ღრმა ძილის ფაზასა და ახალგაზრდა ქალებში მუცელზე ცხიმოვანი ნაკეცების განვითარებას შორის. რატომ ხდება ეს,

 

თუ თქვენ უფროსის მისამართით ხშირად ამბობთ, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათები გკლავთ, გაუგზავნეთ ეს სტატია თქვენს უფროსს.ახალი კვლევის თანახმად, თუ დღის მანძილზე 10 საათზე მეტს მუშაობთ, დაახლოებით 60 პროცენტით იზრდება იმის ალბათობა, რომ გულის დაავადებები გაგინვითარდეთ.არ არის ნათელი, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ სამსახურში დროის დიდი ნაწილის გატარება  ნიშნავს, რომ ნაკლები დრო გრჩებათ საკუთარი თავის მოვლისთვის. სტრესმაც, შესაძლოა, იქონიოს გავლენა, თუმცა, არა იმდენი,

 

მას შემდეგ, რაც 2006 წელს გამოფიტვისაგან 2 სამხრეთ ამერიკელი მოდელი დაიღუპა, მსოფლიო საზოგადოებამ აქტიურად დაიწყო ზღვარგადასულ სიგამხდრესა და მისგან გამოწვეულ სავალალო შედეგებზე საუბარი. დისკუსია გააქტიურდა კიდევ ერთი ლამაზმანის სიკვდილის შემდეგ. ურუგვაის 18 წლის მოქალაქე, მოდელი ელიანა რამოსი საკუთარ ლოგინში 18 თებერვალს გარდაიცვალა.
პრესიჟული არგენტინული სააგენტოს  “დოტტო”-ს მოდელის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახლდათ. პოლიცია კომენტარისაგან თავს იკავებს,

 

ამბობენ ცხოვრება მშვენიერია. ფაქტობრივად ასეც არის! თუმცა ზოგჯერ ისიც ხდება, რომ მშვენიერი ცხოვრება ფერს იცვლის. შენ კი ამასთან ერთად ხალისს კარგავ და მთელ სამყაროზე გულგაცრუებულს შინიდან ცხვირის გაყოფაც აღარ გინდა...
დეპრესია დღეს შეიძლება ითქვას დღეს მოდურ დაავადებადაც კი იქცა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,

 

თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან გვასწავლიან ელემენტარულ სამედიცინო წეს–ჩვეულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში დოგმებად ყალიბდება. ბევრი ასეთი წესი განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ორმა ამერიკელმა ექიმმა მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მითები შეაგროვა, რომლებსაც ხშირად თავად ექიმებიც კი ემორჩილებიან,

 

პროპორციული ტანი ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ბუნება ზოგს საოცრად ლამაზ სხეულს არგუნებს, ზოგს კი, არაპროპორციული ნაკვთების გამო, დიდ საფიქრალსა და სადარდებელს უჩენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ეს პრობლემაა უსაშველო (ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც, თუ პლაჟზე არ იმყოფებით): თქვენი სხეულის ესა თუ ის ხარვეზი ან ნაკლი, შეგიძლიათ, დაფაროთ ან შენიღბოთ ტანსაცმლით. ასეთ დროს კი უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სამოსის სტილი,

 

როდესაც ადამიანი გვესაუბრება, პირველ რიგში მისი ხმის ტემბრს, ინტონაციას აღვიქვამთ და ამის შემდეგ, ვისმენთ მისი საუბრის შინაარსს. სრულიად განსხვავებული ინტონაციითა და ტემბრით წარმოთქმული ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვანაირად აღიქმება. მშვიდად და გაწონასწორებული ტონით წარმოთქმული უსიამოვნო ამბავიც კი გაცილებით იოლი მოსასმენია. საერთოდ,

 

ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყოველთვის აქტუალური თემაა ქვეწარმავლების გაღვიძება, მათი გამოჩენა მოსახლეობაში. არც წლევანდელი ზაფხული იქნება გასული წლებისგან გამორჩეული და ეს თემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს, ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურის უფროსს, ბატონ გურამ წიკლაურს გავესაუბრეთ. ერთი რამ ფაქტია,

 

წმინდა ჰორმონული ბალანსი
ბოროტ (ან არც ისე ბოროტ) ენებს თუ დავუჯერებთ, სამყაროს ჰორმონები მართავენ – სწორედ ისინი განაგებენ ადამიანის ქმედებებს, ზრახვებსა და მისწრაფებებს. თუ ამ მოსაზრებაში იოტისოდენა სიმართლე მაინც არის, მაშინ იოლი ასახსნელია, რატომ იქცევიან ქალები ალოგიკურად. იტყვით, მდედრები ჰორმონებს ემონებიან – საითაც ეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები უბიძგებენ,

 

ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალები ხანგრძლივი სიცოცხლის ნიშანია. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს, რომელბსაც 100-ზე მეტი ხალი აქვთ, ძვლებიც უფრო მტკიცე აქვთ. ასეთ ადამიანებს ნაოჭებიც გვიან უჩნდებათ, რის შედეგადაც რეალურ ასაკთან შედარებით 7 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან,

 

ღვიძლი დღე-ღამეში ორი ათას ლიტრ სისხლს ატარებს.თუ გული ითვლება ჩვენი სულის სათავსოდ, ტვინი ინტელექტის ბაზად, ღვიძლს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ სხეულის ცენტრალური ბიოქიმიური ლაბორატორია. ამიტომაც მის მუშაობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვიდრე გულისა და ტვინისაზე. სისხლს ღვიძლთან მიაქვს ყველაფერი, რაც კი ნაწლავებმა "შეიწოვეს" საკვებიდან. თუ ნაწლავები ყველაფერს განურჩევლად შეიწოვს, ღვიძლი პირიქით,

 

აღმოსავლეთის ქვეყნების კლინიკებსა და სანატორიუმებში პაციენტებს მორიელებით, გველებით, კუებითა და სხვა არატრადიციული მეთოდებით კურნავენ.
*ანშარას (აღმოსავლეთი ჩინეთი) სანატორიუმის პაციენტებს რამდენიმე საათით ტალახში აწვენენ. მინერალებით გაჯერებული ქვიშა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
*ჩინეთში რინიტს ფუტკრის ნაკბენით მკურნალობენ. ფუტკრის შხამითვე განიკურნება ართრიტი და

 

სპილენძი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სამკაულებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, სამკურნალოდ.სპილენძი აქტიურად მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ტონუსს მატებს ღვიძლს, ელენთასა და ლიმფურ სისტემას, სპობს მიკრობებს, ხელს უწყობს წონის დაკლებას. სპილენძს იყენებენ პარაზიტული დაავადებების, სისხლნაკლებობის, მენინგიტისა და

 

სოია, როგორც საკვები, ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნიდან არის ცნობილი. ის მდიდარია მცენარეული ცილებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისებით.სოიისგან ამზადებენ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც იცავენ უჯრედებს ნაადრევად დაბერებისა და

 

ქრონიკული ტკივილები და დეპრესია, ხშირად, ერთმანეთისაგან გამომდინარე სინდრომებია: პერიოდული, ან ქრონიკული ტკივილი აღინიშნება პაციენტების 75 %-ზე მეტ შემთხვევაში, ხოლო ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტების 60 % აღნიშნავს ემოციურ დათრგუნვას. კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტები შეეცადნენ გაერკვიათ ამ

 

სხეულის ჭარბი წონა დღეს არცთუ იშვიათი მოვლენაა. სიმსუქნის განვითარებაში იმდენი მიზეზი იყრის თავს (როგორც შინაგანი, ისე გარეგანი), რომ გადაჭრით რაიმეს თქმა ძალიან ძნელია.აღწერილია სიმსუქნისა და სიგამხდრის გენები სამხრეთ ამერიკის ინდიელთა შორის, მაგრამ ჩვენში და ევროპაში ამგვარი რამ აღმოჩენილი არ არის. ჩვენთან უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს კვებას, სოციალურ და

 

გულის წასვლა გრძნობის უეცარ და ხანმოკლე დაკარგვას ეწოდება. მას სხვადასხვა მიზეზი იწვევს: მღელვარება, მძიმე სანახაობა, შიში, ტკივილი, მზეზე ყოფნა, სხეულის გადახურება. იგი უფრო ხშირად ვითარდება სუსტი ტიპის ნერვული სისტემის ქალებში, ინფექციური დაავადებებისაგან განკურნების პერიოდში, საერთოდ, დასუსტებულ ავადმყოფებში. ადამიანს უეცრად თვალთ უბნელდება,

 

ბრიტანელი მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ანორექსიით უფრო ხშირად გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები იტანჯებიან. ოქსფორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლაჰირუ ჰანდუნეტჰის ხელმძღვანელობით, 1293 ანორექსიით დაავადებული პაციენტის დაბადების თარიღი გაანალიზეს. შედეგად,

 

გალიტოზი - პირიდან უსიამოვნო სუნი მიანიშნებს, რომ ორგანიზმში ყველაფერი რიგზე არ არის. გალიტოზის ერთ-ერთი მიზეზია პირის ღრუ. ეს შეიძლება იყოს კარიესი, სტომატიტი, სოკოვანი ინფექცია, წყლული და ეროზია.პირველ რიგში უნდა მიმართოთ სტომატოლოგს. თუ ის ვერ აღმოაჩენს სუნის მიზეზს, მაშინ მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს და

 

ლუდი  მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელია, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს, მას ღებულობენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგანმიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით,

 

ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. ხოლო იმ სალათებს, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია,

 

ყავისა და ტკბილი გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარება არ უკავშირდება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის მატებას, აღნიშნავენ ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები. დღესდღეობით, ჯანმრთელობაზე ყავისა და ჩაის პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით, მეცნიერთა აზრი იყოფა. ჩაი ერთდროულად შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტებს და ასევე, პოლიამინებს, რომელიც, მეცნიერთა აზრით,

 
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა