მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ნატურფარმი

ურონატი (გრანული)/ Uronathttps://lh5.googleusercontent.com/-HpWJ1xo09G0/TtYfRcq9oVI/AAAAAAAAAj4/VnZRfkg5068/s196/uronati.png
შემადგენლობა: თირკმლის ჩაის ბალახი, დათვის კენკრას ფოთოლი, შვიტას ბალახი, ძირტკბილას ფესვები, გულყვითელას ყვავილი, გვირილას ყვავილი, მრავალძარღვას ფოთოლი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პიელონეფრიტის სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის ანტიმიკრობული თვისებები განპირობებულია მასში შემავალი არბუთინის გლიკოზიდების მოქმედებით, რომელიც არბუტაზას ფერმენტების ზემოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქონონად და გლუკოზად. მეთილარბუტინი ჰიდროლიზის დროს შლის მეთილის ეთერს და აგრეთვე ათავისუფლებს ჰიდროქინონს. პრეპარატის ანტისეპტიკური თვისებები განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა შარდით თირკმელების მეშვეობით
ჩვენება: გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებები. განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატის, ცისტიტის, ურეთრიტის სამკურნალოდ. მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ორთვიანი კურსის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით.

პოლ-პალას ბალახი /Herba Aervae Lanatae
https://lh4.googleusercontent.com/-lprVqJ0-3Z0/TtYgMLcllZI/AAAAAAAAAkA/7_NspfXB_rA/s196/pol-pala.pngშემადგენლობა: პოლ-პალას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული, ნაღვლმდენი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს სპაზმოლიზური, დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენება: გამოიყენება ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის, ცისტიტის, პოდაგრის, სპონდილოზის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

 

 


სიმინდის ულვაში/ Styli cum stigmatis Zea Maydishttps://lh3.googleusercontent.com/-BZnwk3BXqCM/TtYgx08taqI/AAAAAAAAAkI/RWH9aeyLy8M/s196/simindi.png

შემადგენლობა: სიმინდის ულვაში შეიცავს სიტოსტეროლს, სტიგმასტეროლს, ცხიმოვან ზეთებს, ეთერის ზეთს, საპონინებს, მწარე გლიკოზიდურ ნივთიერებებს, ვიტამინ C, ვიტამინ K, გუმფისის მაგვარ ნივთიერებებს და სხვ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული და ნაღვლმდენი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ, შარდმდენ და ჰემოსტაზურ მოქმედებას, ხასიათდება ჰიპოგლიკემიური თვისებებით. იგი დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.
ჩვენება: გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ქოლესტაზური ჰეპატიტის, ჰიპოპროთრომბინემიის, ენტეროკოლიტის, შეშუპების, ჰემორაგიული დიათეზის, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. ეფექტურია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, E ჰიპოვიტამინოზის, კანის დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

არყის ხის კვირტები /Gemmae Betulae
https://lh4.googleusercontent.com/-e-mCHovmvro/TtYiM7_GBCI/AAAAAAAAAkQ/uXIhk1h8P8U/s196/arkis%252520xe.pngშემადგენლობა: არყის ხის კვირტები შეიცავენ ეთერზეთებს (ბეტულენის მჟავას, ბეტულენს, ბეტულოლს და სხვა), მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ჰიპეროზიდებს, კაროტინს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავეებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეს გააჩნია სპაზმოლიზური, ზომიერად გამოხატული ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება. გარდა ამისა, არყის ხის კვირტები ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით.
ჩვენება: გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და სადეზინფექციო საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობის დროს. არყის ხის კვირტების დიურეზული თვისებები განპირობებულია ფლავონოიდების შემცველობით. ეფექტურია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. მცენარე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების (ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება.
არყის ხის კვირტები ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებებისას, კერძოდ კი, სხვადასხვა ფორმის ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტურია შესაზელად ნევრალგიური ტკივილების, მიოზიტების დროს. ართრიტების და რევმატიზმების შემთხვევაში გამოიყენება კომპრესების სახით.
უკუჩვენება: თირკმლის უკმარისობის დროს მცენარე არ გამოიყენება, ვინაიდან მასში შემავალი ცვილისებრი ნივთიერებები აღიზიანებენ თირკმლის ქსოვილს.
გამოშვების ფორმა: 30 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

თირკმლის ჩაი/ Folia Orthosiphoni stamineihttps://lh4.googleusercontent.com/-e-mCHovmvro/TtYiM7_GBCI/AAAAAAAAAkQ/uXIhk1h8P8U/s196/arkis%252520xe.png
შემადგენლობა: არყის ხის კვირტები შეიცავენ ეთერზეთებს (ბეტულენის მჟავას, ბეტულენს, ბეტულოლს და სხვა), მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ჰიპეროზიდებს, კაროტინს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავეებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეს გააჩნია სპაზმოლიზური, ზომიერად გამოხატული ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება. გარდა ამისა, არყის ხის კვირტები ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით.
ჩვენება: გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და სადეზინფექციო საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობის დროს. არყის ხის კვირტების დიურეზული თვისებები განპირობებულია ფლავონოიდების შემცველობით. ეფექტურია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. მცენარე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების (ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება.
არყის ხის კვირტები ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებებისას, კერძოდ კი, სხვადასხვა ფორმის ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტურია შესაზელად ნევრალგიური ტკივილების, მიოზიტების დროს. ართრიტების და რევმატიზმების შემთხვევაში გამოიყენება კომპრესების სახით.
უკუჩვენება: თირკმლის უკმარისობის დროს მცენარე არ გამოიყენება, ვინაიდან მასში შემავალი ცვილისებრი ნივთიერებები აღიზიანებენ თირკმლის ქსოვილს.
გამოშვების ფორმა: 30 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

შვიტას ბალახი /Herba Equiseti Arvensis
https://lh4.googleusercontent.com/-V6bCDf8kLkk/TtYmL1ASCoI/AAAAAAAAAkY/1hw9pVnns0o/s195/shvita.pngშემადგენლობა: შვიტას ბალახი შეიცავს საპონინებს, ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას,კაროტინს, ორგანული მჟავეებს, ცხიმოვან ზეთს, მინერალურ მარილებს, ფისს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარეებს, დიდი რაოდენობით სილიციუმის მჟავას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი რეკომენდირებულია გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის, პიელიტის, ცისტიტის, ურეთრიტის დროს, აგრეთვე საშვილოსნოდან სისხლდენის კუპირებისას.
ჩვენება: გამოიყენება თირკმლისა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის შემთხვევაში, ეფექტურია პირის ღრუში სავლებად სტომატიტების დროს. მცენარის საფენებს იყენებენ ძნელად შესახორცებელი წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
უკუჩვენება: არ არის რეკომენდირებული ნეფრიტის, ნეფროზოსკლეროზის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

წითელი მოცვის ფოთოლი/ Folia Vaccini vitis-idaeahttps://lh3.googleusercontent.com/-CCanHv4XLuQ/TtYmvkdaPdI/AAAAAAAAAkg/qkojz1c5dUw/s196/citeli%252520mocvi.png
შემადგენლობა: წითელი მოცვის ფოთოლი შეიცავს ფენოლურ გლიკოზიდებს არბუტინსა და მეთილარბუტინს, ვაკცინინს, ლიკოპინს, ჰიდროქინონის წარმოებულებს, ურსოლის, ღვინის, პალოის, ელაგის მჟავეებს, ტანინს და სხვა ფლავონოიდებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს მასში შემავალი არბუტინის გამო აქვს მადეზინფიცირებელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება. ჰიდროლიზის დროს არბუტინი იშლება ჰიდროქინონად, რომელიც ავლენს ბაქტერიოციდულ და შარდმდენ ეფექტს. პრეპარატის ანტისეპტიკურ მოქმედებას აძლიერებს მთრიმლავი ნივთიერებები. კატეხინები ამცირებენ კაპილარების განვლადობას და “მტვრევადობას”. დიურეზული მოქმედება ძლიერდება სხვა დიურეზულ საშუალებებთან (დათვის კენკრა, თირკმლის ჩაი) კომპლექსში.
ჩვენება: გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანტისეპტიკური და შემომგარსველი საშუალება თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების (პიელიტები, ცისტიტი), ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, გასტროენტერიტების, ფაღარათის, მეტეორიზმის და ქრონიკული ყაბზობის დროს. წითელი მოცვის ფოთლის ნაყენი გამოიყენება მინერალური ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების (ოსტრეოქონდროზი, პოდაგრა), აგრეთვე რევმატიული, ინფექციური არასპეციფიკური ართრიტის დროს. ეფექტურია A და C ვიტამინის ავიტამინოზის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

დათვის კენკრას ფოთოლი/ Folia arctostaphylos uva ursi
https://lh4.googleusercontent.com/-aLfb5Ju8_Po/TtYnS5AWcEI/AAAAAAAAAko/KNophGGBYrc/s196/datvis%252520kenkra.pngშემადგენლობა: დათვის კენკრას ფოთოლი შეიცავს ფლავონოიდებს (კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, მირისიტრინი, ჰიპეროზიდი, მირისეტინი), ვაშლის ორგანულ, პროტოკატექონურ და ჭიანჭველას მჟავეებს, აგრეთვე პიროგალური ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, არბუთინისა და მეთილარბუტინის გლიკოზიდებს.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, დიურეზული და ანტიმიკრობული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: დათვის კენკრას ფოთოლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და დიურეზული თვისებები. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით. ანტიმიკრობული თვისებები განპირობებულია მცენარეში შემავალი არბუთინის გლიკოზიდების მოქმედებით, რომელიც არბუტაზას ფერმენტების ზემოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქინონად და გლუკოზად. მეთილარბუტინი ჰიდროლიზის დროს შლის მეთილის ეთერს და აგრეთვე ათავისუფლებს ჰიდროქინონს. ანტისეპტიკური თვისებები განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა შარდით თირკმელების მეშვეობით. იგი აღიზიანებს თირკმლის ქსოვილს და აძლიერებს შარდის გამოყოფას.
ჩვენება: გამოიყენება შარდის ბუშტის, საშარდე გზების, ურეთრიტებისა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. მცენარე ავლენს მადეზინფიცირებელ, ანთების საწინააღმდეგო და დიურეზულ მოქმედებას, იწვევს საშარდე გზების გასუფთავებას ბაქტერიული ფლორისაგან და ამცირებს ანთებით პროცესს.
უკუჩვენება: დათვის კენკრას მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს საშარდე სისტემის ანთებითი მოვლენების და თირკმლისმიერი სიმპტომების გამწვავება თირკმლის მილაკების გაღიზიანების შედეგად.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

მისამართი:
ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, III მ. რ 303 კორპ.
მალხაზ ჩხიკვაძე დირექტორი (+995 593) 30 09 59 
ელ-ფოსტა: maxo.ch@gmail.com
ლევან გოგიბერიძე წარმოების უფროსი (+995 99) 79 83 86
ელ-ფოსტა: levani@naturpharmi.ge

https://lh4.googleusercontent.com/-scrHQwChh1Q/TtOaNeBXEAI/AAAAAAAAAi4/TUx6KZKafoA/s180/276400_193907327348667_1627838998_n.jpgშპს “ნატურფარმი” საქართველოში სამკურნალო მცენარეული პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებელია. უკვე ათი წელია კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე და მომხმარებელს სამოცდაათზე მეტი დასახელების მედიკამენტს სთავაზობს.კომპანიის პროდუქციის უდიდეს ნაწილს შეადგენს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საშუალებებისგან დამზადებული მედიკამენტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. ფირმის მიერ წარმოებული საშუალებები დიდი ხანია ცნობილია ქართულ და უცხოურ ხალხურ მედიცინაში და

 

კარდიოტროპული, სპაზმოლიზური და სედაციური
1. კუნელის ნაყოფი / Fructus Crataegi
2. იორდასალამის (პიონის) ნაყენი  /Tinctura Paeoniae
3. პიტნის ფოთოლი / Folia Menthae piperitae
4. შავბალახას ბალახი /Leonurus Quiquelobatus
5. კორვალნატის წვეთები  /Korvalnat
6. კატაბალახას ფესვები და ფესურები / Rhizoma cum Radicibus Valerianae
7. სედანატი / Sedanat

 

ნაღვლმდენი საშუალებები
1. ვარდკაჭაჭას ბალახი /Herba Cichorii
2. კრაზანას ბალახი/ Herba Hyperici
3. ნეგოს ყვავილი (უკვდავა)
4. ქოლენატი (გრანული) /Qolenat
5. ქრისტესისხლას ბალახი/ Chelidonium Majus

 

პოლივიტამინური და მადის აღმძვრელი
1. ასკილის ნაყოფი /Fructus Rozae
2.  კოთხუჯის ფესვები /Rhizomata Acori calami
3. აბზინდას ბალახი/ Herba Artemisiae Absinthii

 

სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო
1. გვირილას ყვავილი /Flores Chamomillae
2. გულყვითელას ყვავილი/ Flores Calendulae

 

მთრიმლავი, შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო
1. ორონატი (გრანული)/ Oronat
2.  მუხის ქერქი/ Cortex Quercus
3.  სელის თესლი /Semina Lini

 

ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო
1. ბრონქონატი (გრანული)/ Bronchonat
2. ძირ­ტკბი­ლას ფეს­ვე­ბი /Radices Glycyrrhizae
3. კულმუხოს ფესვები და ფესურები/ Rhizomata et Radices Inulae Helenii
4.  ცაცხ­ვის ყვა­ვი­ლი /Flores Tiliae
5. ვირისტერფას ფოთოლი/ Folia Farfarae
6. ევკალიპტის ფოთოლი/ Folia Eucalypti
7.  თავშავას ბალახი/ Herba Origani Vulgaris

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მომქმედი
1. ალინატი (გრანული) /Alinat
2. სინამაქის ფოთოლი/ Folia sennae
3. ხეჭრელის ქერქი/ Cortex Frangulae

 

ჰემოსტაზური
1. ჭინჭრის ფოთოლი/ Folia Urticae
2. მრავალძარღვას ფოთოლი /Folia Plantaginis Majoris
3. ფარსმანდუკის ბალახი/ Herba Achilleae Millefolii
4.  მატიტელას ბალახი /Herba Polygoni Persicariae

 

შემკვრელი და ანტაციდური
1. სალბის ფოთოლი /Folia salviae
2. ორკბილას ბალახი/ Herba Bidentis

 

ადგილობრივი გამაღიზიანებელი
1. ღრუბელა/ Spongilla

 

წონის საკორექციო
1.ფიგურონატი (გრანული) /Figuronat

 

სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი
1. გინკგო ბილობას ნაყენი/ Tinctura Ginkgo Bilobae
2. ელეუტეროკოკის სითხოვანი ექსტრაქტი/ Extractum Eleutherococci Fluidum

 

ცნს მატონიზირებელი და ნერვულ დაბოლოებებზე მომქმედი
1. ჟენ-შენის ნაყენი /Tinctura Ginseng

 
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა