მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ნატურფარმი

ბრონქონატი (გრანული)/Bronchonathttps://lh6.googleusercontent.com/-INl-4IYdPEo/TtZDXPmzlwI/AAAAAAAAAmg/f7E2QT2n9dg/s196/bronqonati.png
შემადგენლობა: ტუხტის ფესვები, ვირისტერფას ფოთოლი, თავშავას ბალახი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ამოსახველებელი, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბრონქონატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება და იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აგრეთვე აჩქარებს მის ევაკუაციას.
ჩვენება: გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების — ბრონქიტის, ტრაქეიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით.

ძირ­ტკბი­ლას ფეს­ვე­ბი /Radices Glycyrrhizae
https://lh6.googleusercontent.com/-0HHXrB_bBSU/TtZEA_fMNQI/AAAAAAAAAmo/sioDOEd1wds/s196/dzirtkbila.pngშემადგენლობა: ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს — ლიქვირიტინს, ლიქვირიტიგენებსა და ლიქვირიტოზიდებს, ვიტამინებს (ნაწილობრივ ასკორბინის მჟავას), პიგმენტებს, ეთეროვან ზეთებს, მწარეებსა და სხვა ნაერთებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. გლიცირიზინი ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას. პრეპარატი გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია ფლავონური ნაერთების, კერძოდ ლიქვირიტოზიდის არსებობით. ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინის და ბრადიკინინის შემცველობით. გლიცირიზინის ჰიდროლიზის შედეგად თავისუფლდება გლიცირიზინის მჟავა, რომელიც ორგანიზმში განიცდის მეტაბოლიზმს და ავლენს კორტიკოსტეროიდულ მოქმედებას.
ჩვენება: გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადებებისა სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

კულმუხოს ფესვები და ფესურები/ Rhizomata et Radices Inulae Heleniihttps://lh5.googleusercontent.com/-TaSxDmt28oo/TtZEg1ILzUI/AAAAAAAAAmw/QEEgpv-3LL4/s261/kulmuxo.png
შემადგენლობა: კულმუხოს ფესვები და ფესურები შეიცავს საპონინებს, ეთეროვან ზეთებს, ფისებს, ლორწოვან ნივთიერებებს, მწარეებს და სხვ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ნახველის გადაადგილებას ქვემო სასუნთქი გზებიდან სასუნთქი ტრაქტის ზემო ნაწილში და შემდგომში მის ევაკუაციას.
ჩვენება: გამოიყენება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების — ტრაქეიტების და ბრონქიტების მკურნალობისას, რომელთაც თან ერთვის დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ეფექტურია გასტროენტერიტების და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ქალის სასქესო ორგანოების და ღვიძლის დაავადებების, ბუასილის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

ცაცხ­ვის ყვა­ვი­ლი /Flores Tiliae
https://lh6.googleusercontent.com/-UOKXVCDnZ5w/TtZFVFTXyxI/AAAAAAAAAm4/pUw-vcby7Oc/s196/cacxvi.pngშემადგენლობა: ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდური ჰესპერიდინის გლიკოზიდს, საპონინებს, ტილიაცინის გლიკოზიდს, ეთერის ზეთს (0,05%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოპლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
ჩვენება: გამოიყენება გინგივიტების, ანგინის, ბრონქიტების, მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს, აგრეთვე საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირების პროცესებში. რეკომენდირებულია ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის შემთხვევაში. ეფექტურია თირკმელების, ღვიძლის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. იყენებენ დამწვრობის, წყლულების, ბუასილის და რევმატიზმების შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

ვირისტერფას ფოთოლი /Folia Farfarae
https://lh4.googleusercontent.com/-mJdNlH8phUQ/TtZF91E-asI/AAAAAAAAAnA/JakTyxH-Jz8/s196/viristerfa.pngშემადგენლობა: ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ორგანულ მჟავეებს, სიტოსტერინებს, ლორწოებსა და სხვა ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება, იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აჩქარებს მის ევაკუაციას.
ჩვენება: ეფექტურია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, ფილტვების აბსცესის და განგრენის დროს. გამოიყენება საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ქერტლისა და თმის ცვენის დროს მცენარის ნახარში გამოიყენება შესაზელად.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

ევკალიპტის ფოთოლი/ Folia Eucalypti
https://lh4.googleusercontent.com/-e7SlhYLFKAc/TtZGrtW3QJI/AAAAAAAAAnI/TSFDXlydpy4/s196/evkalipti.pngშემადგენლობა: ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს (1-3%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს და მწარე ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს ამოსახველებელი და დამამშვიდებელი თვისებები.
ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტების დროს. გარეგანად გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობების, აბსცესების, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტის, ქალთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

 

თავშავას ბალახი/ Herba Origani Vulgaris
https://lh5.googleusercontent.com/-uUGtO8dMpvo/TtZHyk-MBKI/AAAAAAAAAnQ/e_csXehOxig/s196/tavshava.pngშემადგენლობა: თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავას და მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. იგი საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვაზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას. თავშავას ბალახს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. რეკომენდირებულია, როგორც ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება, გააჩნია გამოხატული სედაციური მოქმედება.
ჩვენება: როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად ინიშნება მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე საჭმლისმონელების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიის და ქოლეცისტიტის, მეტეორიზმის და ყაბზობის თანმხლები ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. თავშავა ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს როგორც ამოსახველებელი საშუალება, აგრეთვე ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და გინგივიტების შემთხვევაში. ნაყენი რეკომენდირებულია როგორც სედაციური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. გამოიყენება აგრეთვე გარეგანად კომპრესის სახით კანის ჩირქოვანი დაავადებების და დიათეზის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

მისამართი:
ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, III მ. რ 303 კორპ.
მალხაზ ჩხიკვაძე დირექტორი (+995 593) 30 09 59 
ელ-ფოსტა: maxo.ch@gmail.com
ლევან გოგიბერიძე წარმოების უფროსი (+995 99) 79 83 86
ელ-ფოსტა: levani@naturpharmi.ge

https://lh4.googleusercontent.com/-scrHQwChh1Q/TtOaNeBXEAI/AAAAAAAAAi4/TUx6KZKafoA/s180/276400_193907327348667_1627838998_n.jpgშპს “ნატურფარმი” საქართველოში სამკურნალო მცენარეული პროდუქციის უმსხვილესი მწარმოებელია. უკვე ათი წელია კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე და მომხმარებელს სამოცდაათზე მეტი დასახელების მედიკამენტს სთავაზობს.კომპანიის პროდუქციის უდიდეს ნაწილს შეადგენს ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საშუალებებისგან დამზადებული მედიკამენტები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. ფირმის მიერ წარმოებული საშუალებები დიდი ხანია ცნობილია ქართულ და უცხოურ ხალხურ მედიცინაში და

 

კარდიოტროპული, სპაზმოლიზური და სედაციური
1. კუნელის ნაყოფი / Fructus Crataegi
2. იორდასალამის (პიონის) ნაყენი  /Tinctura Paeoniae
3. პიტნის ფოთოლი / Folia Menthae piperitae
4. შავბალახას ბალახი /Leonurus Quiquelobatus
5. კორვალნატის წვეთები  /Korvalnat
6. კატაბალახას ფესვები და ფესურები / Rhizoma cum Radicibus Valerianae
7. სედანატი / Sedanat

 

ნაღვლმდენი საშუალებები
1. ვარდკაჭაჭას ბალახი /Herba Cichorii
2. კრაზანას ბალახი/ Herba Hyperici
3. ნეგოს ყვავილი (უკვდავა)
4. ქოლენატი (გრანული) /Qolenat
5. ქრისტესისხლას ბალახი/ Chelidonium Majus

 

დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო
1. ურონატი (გრანული)/ Uronat
2.  პოლ-პალას ბალახი /Herba Aervae Lanatae
3.  სიმინდის ულვაში/ Styli cum stigmatis Zea Maydis
4.  არყის ხის კვირტები /Gemmae Betulae
5. თირკმლის ჩაი /Folia Orthosiphoni staminei
6. შვიტას ბალახი /Herba Equiseti Arvensis
7.  წითელი მოცვის ფოთოლი/ Folia Vaccini vitis-idaea
8. დათვის კენკრას ფოთოლი /Folia arctostaphylos uva ursi

 

პოლივიტამინური და მადის აღმძვრელი
1. ასკილის ნაყოფი /Fructus Rozae
2.  კოთხუჯის ფესვები /Rhizomata Acori calami
3. აბზინდას ბალახი/ Herba Artemisiae Absinthii

 

სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო
1. გვირილას ყვავილი /Flores Chamomillae
2. გულყვითელას ყვავილი/ Flores Calendulae

 

მთრიმლავი, შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო
1. ორონატი (გრანული)/ Oronat
2.  მუხის ქერქი/ Cortex Quercus
3.  სელის თესლი /Semina Lini

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მომქმედი
1. ალინატი (გრანული) /Alinat
2. სინამაქის ფოთოლი/ Folia sennae
3. ხეჭრელის ქერქი/ Cortex Frangulae

 

ჰემოსტაზური
1. ჭინჭრის ფოთოლი/ Folia Urticae
2. მრავალძარღვას ფოთოლი /Folia Plantaginis Majoris
3. ფარსმანდუკის ბალახი/ Herba Achilleae Millefolii
4.  მატიტელას ბალახი /Herba Polygoni Persicariae

 

შემკვრელი და ანტაციდური
1. სალბის ფოთოლი /Folia salviae
2. ორკბილას ბალახი/ Herba Bidentis

 

ადგილობრივი გამაღიზიანებელი
1. ღრუბელა/ Spongilla

 

წონის საკორექციო
1.ფიგურონატი (გრანული) /Figuronat

 

სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი
1. გინკგო ბილობას ნაყენი/ Tinctura Ginkgo Bilobae
2. ელეუტეროკოკის სითხოვანი ექსტრაქტი/ Extractum Eleutherococci Fluidum

 

ცნს მატონიზირებელი და ნერვულ დაბოლოებებზე მომქმედი
1. ჟენ-შენის ნაყენი /Tinctura Ginseng

 
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა