მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 სილამაზის რეცეპტები

თუკი წარბების ფორმა თანამედროვე მოდის მოთხოვნებს არ შეესაბამება, შესაძლებელია მისი კორექცია. თავდაპირველად, საჭიროა წარბების ბუნებრივი ფორმის შესწავლა. სასურველია კონტურული ფანქრის მეშვეობით რამდენიმე ცდის ჩატარება.
წარბის შეფერილობის შესარჩევად შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან მუქი შინდისფერი ფანქრები გამოიყენება. ამავე დროს, შესაძლებელია, მაკიაჟის მეშვეობით წარბების დამოკლება, დაგრძელება, დაწვრილება ან გასქელება და ამდენად, სასურველი ფორმის მიღება. მაგრამ ამ პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია, ქალმა წინასწარ იცოდეს, სახელდობრ რა უნდა გააკეთოს.
- შეერთებული წარბები სახეს პირქუშ გამომეტყველებას ანიჭებს და თითქოს ავიწროებს; დაშორებული კი ფართო სახის ვიზუალურ ეფექტს იძლევა.
- გრძელი, მორკალული წარბები ასაკს მატებს და სახეს მკაცრ იერს სძენს.
- მაღლა აზიდული, მორკალული წარბები ადამიანს არაბუნებრივ, გაკვირვებულ გამომეტყველებას ანიჭებს; ხოლო დაბალი, თვალებთან ახლოს განლაგებული წარბები გაბრაზებულ იერს აძლევს.
- მრგვალი პირისახის მქონე ქალმა წარბებს მორკალული ფორმა არ უნდა მისცენ, რადგან ამგვარი კონტური სახეს კიდევ უფრო "ამრგვალებს". უმჯობესია, წარბებს მაქსიმალურად აღმავალი ფორმა მიეცეს ან მხოლოდ ბოლოებში მომრგვალდეს.
როგორ უნდა შეიღებოთ წარბები
არ შეიძლება წარბების ერთ მთლიან ხაზად შეღებვა. ამით სახე არაბუნებრივ იერს იძენს. წარბის დასაწყისი შედარებით ღია ფერის საღებავით იღებება, შუა ნაწილი უფრო მუქით, დაბოლოება კი - წვრილი, მსუბუქი შტრიხით.
შესაღებად გამოიყენება ფანქარი, ტუში ან წარბების სპეციალური საღებავი, რომელიც 3-4 კვირა ძლებს. წარბების შეღებვა თხევადი ტუშითაც შეიძლება. ამ შემთხვევაში ფუნჯი იხმარება.
შეღებვამდე წარბები ლოსიონით ან სხვა კოსმეტიკური საშუალებით უნდა გაიწმინდოთ. ამის შემდეგ, ფუნჯის მეშვეობით, ნელ-ნელა დაიწყეთ საღებავის წასმა წარბის დაბოლოებიდან ცხვირის ფუძისკენ. ღებვის დასრულებისას, საღებავი ჯერ მშრალი, შემდეგ კი საპნიანი ტამპონით მოიცილეთ და კანი თბილი წყლით, ფრთხილად დაიბანეთ.
როგორ უნდა განსაზღვროთ წარბების ფერი
სანამ წარბების მოსავლელ კოსმეტიკურ საშუალებებს შეიძენდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წარბები ერთი ტონით მაინც ღია ფერის უნდა იყოს, ვიდრე თმა. მაკიაჟის გაკეთებისას ანგარიშგასაწევია აგრეთვე თვალების ფერიც. შავგვრემანთათვის რეკომენდებულია ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი საღებავი. შავად შეღებილი წარბები სახეს მკაცრ და პირქუშ იერს ანიჭებს. ქერა ქალებმა უმჯობესია, ღია წაბლისფერი ან ღია ნაცრისფერი საღებავი გამოიყენონ. ცისფერ თვალებს მოლურჯო ფანქარი მოუხდება; მწვანე თვალებს - ბრინჯაოსფერი, რუხი ფერისას - ყავისფერი.
როგორ უნდა შეარჩიოთ წარბების ფორმა
საჭირო ფორმის წარბების მისაღებად ცხვირის ნესტოზე ფანქარი ვერტიკალურად მიიდეთ. ფანქრისა და წარბის გადაკვეთის წერტილი სწორედ ის ადგილია, საიდანაც წარბი უნდა იწყებოდეს. დაბოლოება შემდეგნაირად განისაზღვრება: ფანქრით პირობითად მოინიშნება ხაზი, რომელიც ნესტოსა და თვალის გარეთა კუთხის გავლით წარბისკენ მიემართება. სწორედ ამ ხაზისა და წარბის გადაკვეთის ადგილას უნდა მთავრდებოდეს წარბის რკალი.
თუ სახე მოგრძო ფორმისაა, წარბების დამოკლება არამიზანშეწონილია. ამგვარი ფორმის სახე მხოლოდ ზემოთ აზიდულ წარბებს ერწყმის ჰარმონიულად.
ოვალურ სახეს ყველაზე მეტად წარბის სწორი ხაზი უხდება.
ნიკაპთან შევიწროებული სახისთვის ჰორიზონტალური ხაზია გამართლებული.
წარბებისთვის გარკვეული ფორმის მიცემით შესაძლებელია შუბლის ფორმის ოპტიკური შეცვლა. მაგალითად, ცხვირის ფუძესთან წარბების დამოკლებით დაბალი შუბლიც კი შესაძლოა მაღალი გამოჩნდეს.
მათთვის, ვისაც ძალზე მაღალი შუბლი აქვს, რეკომენდებულია წარბების "დაგრძელება" ცხვირის ფუძესთან.
წარბების ფორმის მეშვეობით ცხვირის ზოგიერთი ნაკლის "გამოსწორებაც" შეიძლება. ვისაც მსხვილი ცხვირი აქვს, წარბები ერთმანეთს ოდნავ უნდა დააშოროს. ამის შედეგად ცხვირი უფრო თხელი გამოჩნდება.

A - კანს გლუვსა და ელასტიურს ხდის,ხელს უშლის თმის ცვენას
B1 - თმასა და ფრჩხილებში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესებს.
B2 -  უჯრედებში ენერგიის გამომუშავებას ასტიმულირებს.
B5 - ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას. 

 

 

სათვალე ბევრი ქალისათვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. რა თქმა უნდა, კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ჩარჩო და ფორმა  შეარჩიოთ  თქვენი სახის შესაბამისად. სათვალის სწორად შერჩეული ფორმა და ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას, ხოლო მაკიაჟი – უბრალოდ შეუდარებელს გაგხდით.
სათვალემ უნდა მოახდინოს ცხვირის ზომის კორექტირება: თუ სათვალებს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას.
მაკიაჟის გაკეთებისას პირველი წესია: თვალის მაკიაჟი ჰარმონიაში უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ფერთან და ტონირებულ მინებთან. შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია მხედველობის დეფექტზე. ეცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ  თქვენი ბუნებრივი სილამაზე მაკიაჟის დადების  სხვადასხვა ვარიანტით

 

მშვენიერი აფროდიტა რა თქმა უნდა ყოველთვის ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ვბერდებით  და  ნაოჭები  ყველას ელოდება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ  მათ წინააღმდეგ ბრძოლას, მით უფრო ვერ მოგერევათ დრო. ნაოჭების  თავიდან  მოსაშორებლად  პირველ  რიგში  საჭიროა  კანის  სისხლით მომარაგება და ქსოვილების  ელასტიურობის  ამაღლება. ამას კი თავის საიდუმლოებები  აქვს და ისინი რამდენიმე მარტივ რეცეპტში იმალება. ეს რეცეპტები დაგეხმარებათ,  რაც  შეიძლება  დიდხანს შეინარჩუნოთ  ახალგაზრდობა.
ნაოჭების წინააღმდეგ კარგია ასეთი ნაზავი:......
.

 

აიღეთ 10-10 გრამი დაქუცმაცებული  ბალახი: ქონდარი, სვიის გირჩები, ბალბის ყვავილები. ეს ყველაფერი  მოხარშეთ  500 გრამ  წყალში, ფართო ჭურჭელში. დაიხარეთ მასზე და იორთქლეთ სახე და ყელი. პროცედურა გააგრძელეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით, გაიწმინდეთ რბილი პირსახოცით, წაისვით კვერცხის გული და წამოწექით 30-40 წუთით. ნუ ილაპარაკებთ.
ნაოჭების  საწინააღმდეგო ნიღბებისათვის კარგია  შემდეგი  ბალახების:.......

 

კანის შეფერილობის შეცვლა  შეიძლება გამოიწვიოს  სხვადასხვა  მიზეზმა -პიგმენტ  მელანინის გაძლიერებულმა  გამომუშავებამ, ჰემოსიდერინის დაგროვებამ, პიგმენტის შემცველობის შემცირებამ  ან  არარსებობამ.
პ ი გ მ ე ნ ტ უ რ ი   ლ ა ქ ე ბ ი (ჰიპერპიგმენტაცია) შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით (მაგალითად, მზის სხივებით, დამწვრობით, მოყინვით), ნივთიერებათა ცვლის მოშლით,ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული (მაგალითად ადისონის დაავადების შემთხვევაში) ან რეგიონული (ადგილობრივი),.......

 

კოსმეტიკური  საშუალებების  შენახვის საშუალო ვადა ორი წელია, თუმცა ეტიკეტზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მითითებული დამზადების თარიღი. ასე რომ, სჯობს კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მივანიჭოთ მცირე ზომის კოლოფებსა  და ფლაკონებს, რათა პროდუქციის  ვადამდე  გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ.
რაზეა  დამოკიდებული  შენახვის  ვადა
კოსმეტიკური  ნაწარმის შენახვის ვადა, მის შემადგენლობაზეა  დამოკიდებული. წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ერთ წელზე  მეტხანს არ ინახება, რადგან  წყალი დროთა განმავლობაში  ორთქლდება  და  შესაძლოა, ჭურჭელში  ბაქტერიები  გამრავლდეს. სპირტი და სპირტის შემცველი კომპონენტები საგრძნობლად  ახანგრძლივებს  კოსმეტიკური  საშუალებების სიცოცხლეს,......

 

ქალებს  ოდითგანვე  უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ - იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი  ბაგეების შესაღებად  ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ.პომადის  სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა  ვაშლის  სურნელი.კარდინალს მუდამ ედგა მაგიდაზე ვაშლით სავსე ლარნაკი, ერთხელ კი თავის მკურნალს უბრძანა, ცხვირის  წვერსა და ზედა ტუჩზე  წასასმელად მისთვის საგანგებოდ მოემზადებინა ვაშლისსურნელიანი საცხი. სწორედ ამ მკურნალმა შემოიღო ტერმინი "პომადა" (პომმე ფრანგულად ვაშლს ნიშნავს). რა თქმა უნდა, კარდინალისთვის მომზადებული პომადა უფერული იყო, მაგრამ მასში საღებავის დამატება ძნელი არ გახლდათ...

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის მოწევის მავნე  ჩვევა ბოლო  წლებში სულ უფრო და უფრო მეტად გვხვდება  მდედრობითი  სქესის  წარმომადგენლებში. ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია შეიხედოთ  ნებისმიერი ოფისის სიგარეტის მოსაწევ ოთახში. ექიმების  აზრით, მოწევა განსაკუთრებით საზიანოა ქალებისთვის.
იტალიელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სიგარეტის მუდმივი მოხმარება  პირდაპირი გზით აისახება ქალების სახის კანზე და ამას ვერ შველის.........

 

კრიოთერაპია  არის სიცივით მკურნალობა. იგი მოიცავს კრიომეთოდების კომპლექსს, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. კრიოსაუნა - არის ზოგადი კრიოთერაპიის ნაირსახეობა. იგი ტარდება სპეციალურ კრიოკამერაში, რომელშიც ხდება დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება  ადამიანის ორგანიზმზე.აღნიშნული პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის დამცველობითი  ძალების გააქტიურებას ტემპერატურული სტრესით, რომელსაც ადამიანი განიცდის 3 წუთის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე ცივდება კანის მხოლოდ ზედა  შრე, სადაც განლაგებულია სითბოს რეცეპტორები. ინტენსიური თბოგაცვლის  გამო ადამიანი კარგავს კალორიების მნიშვნელოვან რაოდენობას, ამიტომ კრიოსაუნა ითვლება გახდომის  საუკეთესოსაშუალებად.მკვეთრად გამოხატული კოსმეტიკური ეფექტის გარდა (პროცედურის  დროს  ხდება კანის კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს უწყობს კანის საფარველის განახლებას), კრიოსაუნა ასტიმულირებს გულისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას, აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას. კრიოსაუნა დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ჰორმონალურ ფონზე,.....

 

ნიღაბი ყოველგვარი ტიპის კანისთვის აუცილებელია. მშრალ კანს განსაკუთრებით რგებს დამარბილებელი, დიდი  რაოდენობის  ცხიმის  შემცველი  ნიღბები, რომლებიც მას ვიტამინებისა  და  ლიპიდების (ლეციტინის, ქოლესტეროლის) შეწოვაში  ეხმარება. სპეციალისტები  ხშირად  ზეთოვან  ნიღბებსაც  გვირჩევენ.
ზეთის ნიღაბი: სახეზე ბამბის ტამპონით წაისვით მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეთისხილის, ატმის ან ნუშის). უნიღბოდ მხოლოდ თვალები და ტუჩები დაიტოვეთ. შემდეგ სახეზე კომპრესის ქაღალდი  დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ. 15 წუთში კანი ზეთის ნიღაბს თითქმის მთლიანად შეიწოვს, რის შემდეგაც შეგიძლიათ, სახე თბილი წყლით ჩამოიბანოთ და შეიმშრალოთ.....

 

გამწმენდი  საშუალებები
ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს    წ ვ ე ნ ი
წურავენ  ფორთოხლის  წვენს, ასველებენ ბამბის ტამპონს და იწმენდენ სახეს, ყელსა და მკერდს. 1-2 საათის შემდეგ იბანენ ცივი წყლით.
მ ა ნ დ ა რ ი ნ ი
 მანდარინის ქერქს ასხამენ ცივ, ანადუღარ წყალს, აჩერებენ 1 დღე-ღამე, შემდეგ წურავენ. მიღებულ  ციტრუსის წყალს იყენებენ დილა-საღამოს სახის გასაწმენდად. ეს საშუალება აცოცხლებს, აახალგაზრდავებს  სახის კანს.
კ ი ტ რ ი ს  ლ ო ს ი ო ნ ი
ახალ კიტრს ხეხავენ, ასხამენ თანაბარი რაოდენობის არაყს, აჩერებენ 2 კვირა და წურავენ. გამოყენების  წინ  აზავებენ თანაბარი რაოდენობის  ანადუღარი  წყლით. 100 მლ მიღებულ ლოსიონს  უმატებენ  1 ჩ.კ.  გლიცერინს და იწმენდენ სახეს.
ვ ა რ დ ი ს   ლ ო ს ი ო ნ ი..........

 

ფ ო რ თ ო ხ ლ ი ს  ნ ი ღ ა ბ ი 
ფორთოხალს ჭრიან ბრტყელ ნაჭრებად და იდებენ სახეზე. ეს ნიღაბი აცოცხლებს კანს და კვებავს ვიტამინებით.
მ კ ვ ე ბ ა ვ ი  ნ ი ღ ა ბი
კარგად თქვეფენ კვერცხის გულს, უმატებენ თითო ჩ.კ. ყურძნის წვენს, მცენარეულ ზეთსა და არაჟანს.
შესასქელებლად უმატებენ ქერის ფქვილს. ნიღაბს ისვამენ 15-20 წუთით წინასწარ გაწმენდილ სახეზე. იბანენ ჩაის სუსტი ნაყენით. კვირაში იკეთებენ 2-3 ნიღაბს. კურსი 12-15 ნიღაბია.
მ ა რ წ ყ ვ ი ს  ნ ი ღ ა ბ ი
კანს კარგად კვებავს და ახალისებს მარწყვის ნიღაბი. 3 ცალ მარწყვს ჭყლეტენ, ურევენ 1 ჩაის კოვზ თაფლს. ამ მასას ისვამენ სახეზე 15-20 წუთით. იბანენ თბილი წყლით.
პ ა რ ი ზ უ ლ ი  ნ ი ღ ა ბ ი
კომბოსტოს  მწნილის  სქელ ფენას იდებენ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე 15-20 წთ. იბანენ ცივი  წყლით. ეს საშუალება ახალისებს, ასუფთავებს და კვებავს კანს, ავიწროვებს ფორებს. ახავერდოვნებს, არბილებს და ელასტიურს ხდის კანს. რეკომენდებულია კვირაში ერთხელ.
კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს  ნ ი ღ ა ბ ი.....

 

გამწმენდი  საშუალებები
ა ლ ა ხ ე ბ ი ს  ნ ა ყ ე ნ ე ბ ი  დ ა  ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ  სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი  ს ა ხ ი ს  კ ა ნ ი ს  გ ა მ წ მ ე ნ დ ი  ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე  წ ყ ა ლ ი....

 

გამწმენდი  საშუალებები
ლ ი მ ო ნ ი
* ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.
* სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და  იწმენდენ  სახეს კვირაში 2-ჯერ.
მ ა რ ი ლ ი ა ნ ი  პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
თუ  ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს  და  წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს  ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა  დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.
ა ლ ო ე...

 

ცხიმიანი  კანი
ცხიმიანი კანი სქელი, მკვრივი, ხშირად ფერმკრთალია. ზედაპირზე კარგად ჩანს ფორები. კანის ცხიმი  გამომუშავდება  ცხიმის ჯირკვლებში, ერევა ოფლს და წარმოქმნის კანის ზედაპირზე დამცველ  შრეს, რომელიც კანს იცავს გამოშრობისა და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანი ნელა ბერდება და გვიან  ჩნდება ნაოჭები, მაგრამ მტვერი, რომელიც ფორებში ხვდება, ერევა კანის ცხიმსა და წარმოიქმნება  "შავი წერტილები" - კომედონები. კანის მოუვლელობამ  შეიძლება დააუშნოოს  სახე ფერიმჭამელებით, ფურუნკულებითა და კანის სხვადასხვა დაავადებებით.
შერეული  ტიპის  სახის  კანი.....

 

სახის კანის ფერი და მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ პირობებზე, სეზონზე, კვების რეჟიმზე, მავნე ჩვევებზე, გეოგრაფიულ ზონაზე და, რაღა თქმა უნდა, მოვლაზე. საქართველო სუბტროპიკული სარტყლის ქვეყანაა. აქ მზე მწველია, ამიტომ კანის მოვლა ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ.თუ  ქალს ჯანმრთელი კანი აქვს, სასურველია, ექიმ-კოსმეტოლოგს 20-21 წლის ასაკში მიმართოს.კოსმეტოლოგთან  მივდივართ დილის საათებში, დაუბანელი და ყოველდღიური კოსმეტიკური საშუალებების  გარეშე. ეს სპეციალისტს საშუალებას მისცემს, სწორად განსაზღვროს კანის ტიპი და  სათანადო მოსავლელი საშუალებები შეურჩიოს.
არსებობს სამი ტიპის კანი: ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი. ნორმალურად ითვლება კომბინირებული სახის კანი, რომლის ცხიმიანი უბნებია შუბლი, ცხვირი და ნიკაპი.
სახის კანის მოვლის საშუალებები ორნაირია: ძირითადი და დამხმარე.......

 

როგორ უვლიდნენ სახეს ძველად
სახის კანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ გარეგნული სილამაზისთვის არამედ საერთო გუნება განწყობისთვისაც.
სახის კანის სილამაზისა და ეფექტურობის შესანარჩუნებლად ,ნაოჭებისა და დეფექტების(ჭორფლი,ჭარბთმიანობა,ფერისმჭამელები) მოსაცილებლად ქართველი ქალები იყენებდნენ გახეხილი კომშის,კვერცხის ცილის,მუხუდოს,ლობიოს,ქაცვის,სელის,ნუშის რძის პროდუქტების საცხებს.
ფერისმჭამელები.. 

 

თამბაქოს მოწევა ქალს 8 წლით ადრე აბერებს.ადრეულ ასაკში ეს შესამჩნევი არაა მაგრამ 45 წლის მწეველი ქალი თავის ტოლ არამწეველაბზე ბიოლოგიურად 8 წლით უფროსია. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა რომ მოწევის გამო კანი ჟანგბადით კარგად აღარ მარაგდება .შედეგად უფრო ხანდაზმულად გამოიყურებით და თავსაც უფრო ასაკოვნად გრძნობთ,.....

 

ძნელია დავასახელოთ კოსმეტოლოგიური პრობლემა, რომელსაც ზღვის პროდუქტები ვერ გაუმკლავდებიან. მიკროელემენტების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით ზღვის პროდუქტებს კონკურენციას ვერც ცხოველური და ვერც მცენარეული ორგანიზმები  ვერ გაუწევს. გარეგანი გამოყენებისას წყალმცენარეებს აქვს მასტიმულირებელი, გამაძლიერებელი, ტენიანობის ბალანსის აღმდგენი და გამწმენდი თვისებები. წყალმცენარეთა უმეტესობა ხმელეთის მცენარეებთან შედარებით შეიცავს 1000-ჯერ მეტ იოდს, 100-ჯერ მეტ კალციუმს და 10-ჯერ მეტ  მაგნიუმსა და სპილენძს.
იოდით, კაროტინოიდებით, ფოსფორით და სხვა აქტიური ინგრედიენტებით მდიდარი

 

წყალმცენარეები, ტალახები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს:
1. ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას;
2. არის მიკროელემენტების, ვიტამინების და ამინომჟავების წყარო;
3. აუმჯობესებს კანის ხარისხს;
4. ზრდის კუნთოვან ტონუსს;
5. ბლოკავს ცხიმოვანი უჯრედების  ალფა და ასტიმულირებს ბეტა-უჯრედებს, რაც საშუალებას იძლევა  ვებრძოლოთ ცელულიტს და ჭარბ ცხიმგროვებს;
6. ეწინააღმდეგება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევას.
როდის არის თალასოთერაპია უკუნაჩვენები?
თალასოთერაპიის უკუჩვენებაა

 

რატომ მაინცდამაინც ხელები გასცემს ქალის ასაკს? ეს იმიტომ, რომ მათ კანს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნია და თუ სათანადოდ არ მოვუარეთ, ბევრად უფრო ადრე ჭკნება. ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ძალიან ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის. გარდა ამისა, ხელის კანი 4-5-ჯერ ნაკლებ წყალს შეიცავს, ვიდრე სახისა. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელები მუდმივ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
რაშია ხელების მშვენიერების საიდუმლო? რა უნდა გავითვალისწინოთ და რომელი წესები უნდა დავიცვათ?
ისწავლეთ ხელების დაბანა. შესაძლოა, ზოგიერთს სასაცილოც მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ამას არასწორად აკეთებს. ხელები აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი კანს ასქელებს, აუხეშებს, აწითლებს, ხეთქავს და ქერცლავს, ცხელი კი აშრობს და ადუნებს.დაბანის შემდეგ ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით  საზოგადოებრივ ადგილებში. არადა წყალთან კონტაქტის შემდეგ ხელების გამშრალება

 

შემოდგომაზე და ზამთარში თმას საკმაოდ ბევრი მტერი ჰყავს: ქარი, ყინვა, სველი თოვლი. ტენს ქუჩაში სიცივე ართმევს, ხოლო შენობაში - მშრალი ჰაერი. ჩვეულებრივი ონკანის წყალიც კი ვნებს, რომ არაფერი ვთქვათ ფენზე, ქიმიურ საღებავებზე, სტრესებსა და არაბალანსირებულ რაციონზე. ღერები ხუნდება, სუსტდება, ბოლოები ეყოფა, იმუხტება და სხვადასხვა მხარეს გარბის. როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რომლის გადასაჭრელად შამპუნი, თუნდაც საუკეთესო, საკმარისი არ არის.
ქუდი უბრალო სამკაული როდია
სიცივეში უქუდოდ სიარული თმას დიდ ზიანს აყენებს. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს, არღვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თმის ღერების კვებას, თოვლსა და წვიმაში კი თმა სველდება და იწოვს იმ მავნე ნივთიერებებს,

 

მეცნიერებში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ არსებობს ბოსტნეული, რომელსაც წარმატებით შეუძლია შეცვალოს ქალებისათვის კრემები და დასახდომი აბები. ეს არის გოგრა. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით გოგრა დადებითად მოქმედებს არა მარტო კანზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე. გოგრა შეიცავს ვიტამინ A -ს, რომელიც ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH ბალანსს, აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას და ამით ხელს უშლის მის სიმშრალესა და აქერცვლას. ამას გარდა, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებიც ხელს უშლიან მზის სხივების ზემოქმედებას და ასწორებენ ნაოჭებს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე რკინას, В და Е ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას და მინერალურ მარილებს. ისინი შესანიშნავად

 

აიღეთ 100-100 გ. არყის ხის კვირტი, ნეგოს (უკვდავას), კრაზანასა და გვირილის ყვავილები, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. დღის ბოლოს 1ჩ/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ. მდუღარე წყალი, 20-30 წუთით თავდახურული ჭურჭლით თბილ ადგილას დადგით და რამოდენიმე ფენა დოლბანდში გაწურეთ. ძილის წინ ერთი ჭიქა ნაყენი შეათბეთ, დაატკბეთ 1 ჩ/კ თაფლით და დალიეთ. დილამდე არაფერი ჭამოთ. დილით ისევ შეათბეთ 1 ჭიქა ნაყენი,  

 

ამ საოცარი ყვავილის ფურცლებისაგან ადვილად მზადდება  მშრალი,  ნაზი კანის გამწმენდი: 2 ს/კ წვრილად დაჭრილ ვარდის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. ეს საშუალება შესანიშნავია სახის გასაწმენდათ დღეში 2-ჯერ.ასეთი პროცედურა აცოცხლებს და ახალისებს კანს.
დილა-საღამოს დასაბანად შესანიშნავია გელი, რომლის დამზადებაც  თავადაც შეგიძლიათ. ნახევარი ჭიქა ხმელი ვარდის ფურცლები ჩაყარეთ მდუღარე წყალში, თავი დაახურეთ და გააჩერეთ 24 სთ.შემდეგ გადაწურეთ  და დაამატეთ გლიცერინი (200 მგ-1ს/კ).
შესანიშნავია ნიღაბი: ვარდის ფოთლები (გამხმარი) დაფქვით ყავის საფქვავში,

 

კალიფორნიის, სამხრეთ დანიისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა ხანში შესულ ადამიანებში კუნთოვანი სისტემის დასუსტების ძირითადი მიზეზები შეისწავლა და დაადგინა, რომ კუნთოვანი ქსოვილის დაბერების პროცესის შენელებაა შესაძლებელი.კვლევაში 22-დან 74 წლამდე ასაკის 30 ჯანმრთელი მამაკაცი მონაწილეობდა. თავდაპირველად, თითოეულ მათგანს კუნთოვანი ქსოვილის ნიმუში აუღეს, შემდეგ კი კუნთების ატროფიის იმიტაციის მიზნით,

 

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ბერძნული კაკალი არაჩვეულებრივად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. აგრეთვე კაკალი გიცავთ გულ–სისხლძარღვთა დაავადებისაგან და თავიდან აგაცილებთ გულის შეტევების განვითარებას.
კაკლის ასეთი სასარგებლო თვისებები აიხსნება მასში არსებული დიდი რაოდენობის ცხიმის მჟავების, უჯრედისის, უ ვიტამინისა და ანტიოქსიდანტებისაგან. დადებითი ეფექტის მისაღწევად, სწავლულები გვირჩევენ,

 

სპეციალისტების აზრით, მზის დეფიციტი წარმოშობს "ზამთრის დეპრესიას", რომელიც ჩვეულებრივ, სტრესთან ერთად კანის მომეტებულ მგრძნობელობას იწვევს. ამას ემატება "რეციდივისტები" - მშრალი ჰავა, ტემპერატურის სხვაობა, ხისტი წყალი...
როგორ მოვიქცეთ?
თმის დამამშვიდებელ საშუალებებში შემავალი მსუბუქი და რბილი კომპონენტები დაჭიმულობის შეგრძნებას და ქავილს ხსნის. ამავდროულად,

 

ზამთარში კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. წელიწადის ამ დროს კანი ფერმკრთალდება, დუნდება, შრება, შემდეგ კი ხშირად იქერცლება და ღიზიანდება. ყოველივე ამის მიზეზი ცივი ჰაერის აგრესიული ზემოქმედებაა - კანის ზედაპირთან განლაგებული სისხლძარღვები ვიწროვდება, ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი, შედეგად კანი შრება,

 

მსუბუქი და ბუნებრივი - ასე გამოიყურება დღის მაკიაჟი. გარდა ამისა, ადვილია დღის მაკიაჟის ზემოდან საღამოს მაკიაჟის გაკეთება.
- თუ აქცენტის გაკეთება თვალებზე გსურთ, მის გარშემო მიდამოები მბზინავი პუდრით გამოკვეთეთ. წაისვით მუქი ნაცრისფერი ჩრდილი თვალის ზედა ქუთუთოს გარე კუთხეში და ქუთუთოს ნაკეცში. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი მწვანე ან

 

ყველასთვის ცნობილია, რომ გრძელი და აპრეხილი წამწამები თვალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ მოუაროს მათ. თუ წამწამების ასაპრეხ ტუშს ყოველდღე იყენებთ, მალე დაგჭირდებათ კოსმეტოლოგის კონსულტაცია - თუ რა მოუხერხოთ წამწამების ორად გაყოფილ ბოლოებს. უხარისხო საღებავმა შესაძლოა,

 

თანამედროვე კოსმეტოლოგია სახის უამრავ ნიღაბს გვთავაზობს და ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა სახის ნიღბები ძველადაც იყო ცნობილი და პოპულარობითაც სარგებლობდა. ძველ ეგვიპტესა და რომში ნიღბებს ნატურალური პროდუქტებისგან ამზადებდნენ. გარდა ამისა, ამ სფეროში დახელოვნებულმა ადამიანებმა უნიკალური ნიღბების დამზადების საიდუმლო იცოდნენ. რამდენიმე მათგანმა ჩვენამდეც მოაღწია და

 

ნებისმიერი დეკოლტე მხოლოდ უზადო კანის შემთხვევაშია გამართლებული. აბაზანის მიღებისას გამოიყენეთ არაარომატიზებული ზღვის მარილი. წყლიდან ამოსვლამდე წინამხარი, იდაყვები და ზურგი სპეციალური უხეში ხელთათმანით დაიზილეთ. ბაზანის შემდეგ კი კანზე საბავშვო ზეთი წაისვით. ათ დღეში სამჯერ მაინც გაიკეთეთ ნიღაბი,

 

დაძინებამდე, შხაპის მიღების შემდეგ, 15 წუთი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც სპეციალისტები გირჩევენ, დილაობით კიდევ უფრო მომხიბლავი გაიღვიძებთ.
სახე: გამწმენდი ლოსიონით ცხვირის წვერიდან საფეთქლებისკენ მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახესა და ყელზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.
თვალები: ასაკის მატებასთან ერთად,

 

კანის გაწმენდის გარეშე კარგ შედეგზე ოცნებაც არ ღირს. კანი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს მკვდარი უჯრედებისგან, რომელიც სახეს მონაცრისფრო ფერს აძლევს. სასურველი შედეგის მიღწევა საშინაო პირობებშიც შეიძლება. ნიღაბი ყოველ 2-3 დღეში ერთხელ გაიკეთეთ, გაიჩერეთ 15-20 წუთით და ანადუღარი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.მშრალი კანისთვის: ერთი მოხარშული კარტოფილი და რძე აურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. თუ ალერგიისადმი მიდრეკილი კანი არ გაქვთ, ერთი ჩაის კოვზი თაფლიც დაამატეთ.
ნორმალური კანისთვის: ნახევარი მწიფე ბანანი დასრისეთ,

 

რთული პრობლემების მარტივი გადაწყვეტა
ერთი ჭიქა რძის შრატი მშვენიერი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შრატში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწლავებში არსებული ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას, აფერხებს პათოლოგიური მიკრობების ზრდას. გარდა ამისა, მიიჩნევენ, რომ რძის შრატის სისტემატურად გამოყენება ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და

 

კითხვა: რომელი ვიტამინები ითვლება ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო საშუალებად?
პასუხი: ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად სახეზე და დეკოლტეს მიდამოებში ყოველ საღამოს (გაწმენდის შემდეგ) წაისვით A, D და E ვიტამინების ნაზავი (10-10 წვეთი), პლუს რამდენიმე წვეთი ლიმონის წვეთი. უკეთესი იქნება, თუ ამ „კოქტეილს“ შეურევთ თქვენს მკვებავში და

 

რომელი საკვები დანამატები უწყობს ხელს ცელულიტის დაშლას? 
ჩვენ ჩამოგითვლით პროდუქტებს, რომლებიც არა მარტო შლის ცელულიტს, არამედ ხელს უშლის მათ წარმოქმნას:
ანანასი, გრეიპფრუტი, წითელი ფორთოხალი (წვავს ცხიმებს), არყის ხის წვენი (გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე), მწვანე ჩაი (შლის ცხიმდაგროვებებს),

 

თაფლი მრავალი ბალზამის, ლოსიონისა და პომადის ძირითადი შემადგენელი ელემენტია. ის კარგად აღწევს კანის უმცირეს ფორებშიც კი, კვებავს მას და წყლის ბალანსს არეგულირებს, რაც კანს დაბერებისა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენისაგან იცავს. თაფლის შემადგენლობაში შემავალ ფრუქტოზას, საქაროზას, ცილებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ფოსფორის მარილებს, რკინას, ნატრიუმს, კალციუმს, თუთიას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვთ. ისინი კანის უჯრედების კვებასა და სუნთქვას აუმჯობესებენ, ჯირკვლების სეკრეციას არეგულირებენ და ნერვული სისტემის ფუნქციას აწესრიგებს. გარდა სუფთა თაფლისა, კოსმეტოლოგიაში მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებიც - ფუტკრის რძე,

 

სილამაზე მხოლოდ დახვეწილი ნაკვთები არ არის, მომხიბვლელობას მეტწილად მოვლილი და მკვრივი კანი განაპირობებს. ამისთვის თანამედროვე კოსმეტოლოგიაში უამრავი საშუალება არსებობს, ჩვენ კი რამდენიმე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
გაზაფხული თანდათან ძალას იკრებს, ქალბატონებს ერთი სული აქვთ გულდახურული სამოსი მოიშორონ, თუმცა ყელი ყველაზე ადრე გასცემს ასაკს. უფრო მეტადაც, ვიდრე ბატის ფეხებად წოდებული ნაოჭები თვალებთან. ამიტომ მას

 

ადამიანის შეგრძნება და განწყობილება ბევრადაა დამოკიდებული მისი კბილების მდგომარეობაზე.მოხუციც კი, თუ მას მაგარი, თეთრი და სუფთა კბილები აქვს, თავს მხნედ გრძნობს და თავის თავში დარწმუნებულია. ამჟამად არსებობს კბილის პასტები ყველა ასაკისა და გემოვნებისათვის.
როგორ ისუფთავებდნენ მათ გარეშე კბილებს ჩვენი წინაპრები?
კბილების წმენდის გავრცელებული საშუალება ძველ რუსეთში იყო ხის ნახშირის ფხვნილი,

 

წიწვების აბაზანა კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და იმუნიტეტს ამაგრებს. კვირაში 1–2–ჯერ წიწვების აბაზანის მიღება გაციებით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკაა. გაგაცნობთ ერთ–ერთ რეცეპტს: 2 კგ ნედლ წიწვებს 6 ლიტრი ცივი წყალი დაასხით და ერთი დღე და ღამე გააჩერეთ. შემდეგ 30 წუთი ადუღეთ. მიღებული ნახარში გაწურეთ და აბაზანაში ჩაუშვით. პროცედურის ხანგრძლივობა 20–25 წუთია. თუ ნედლი წიწვები არ გაქვთ, შეგიძლიათ ნაძვის,

 

ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს. თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა.თმის ყოველი ღერი გამსხვილებული ძირით ზის ცილინდრულ ჩარღმავებაში - ფოლიკულში. როგორც მცენარე იზრდება მიწაში, ისე იზრდება თმა თავის კანში. თავზე თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელი, წარბები და წამწამები კი ცოცხლობენ 150 დღეს.ადამიანს თავზე აქვს 50 000 - 140 000 ღერი თმა. გაცვენილი თმის ადგილზე რამდენიმე თვის შესვენების შემდეგ ახალი თმა ამოდის. ერთ დღეში თმა თავზე იზრდება 0,2 - 0,4 მმ-ით. თმას შეუძლია გაიზარდოს 1,5 მ-მდე.სისხლძარღვები და

 

ნორმალური კანის დაბანისას იყენებენ ხელის საპონს არაუმეტეს 2-3 ჯერ კვირაში, რადგან ხშირი დაბნა საპნით იწვევს სახის კანის გაუცხიმოვნებას, კანის საფარის სიმჟავიანობის დაწევას, უმჯობესია დაბანა რბილი წყლით. დასარბილებლად კი შეიძლება წყალი წამოვადუღოთ და ჩავამატოთ საჭმლის სოდა 1/4  ჩ.კ. 1ლიტრ წყალზე. სახის გაწმენდა შეიძლება მინერალური წყლით, 

 

ყავას აქვს თვისება  ძალიან დელიკატურად გაწმინდოს კანი. სახის კანი რომ არ დაზიანდეს , ყანა უნდა იყოს ძალიან წმინდად დაფქვილი.
ყავა - 1 სუფრის კოვზი
თაფლი - 1/2 ჩაის კოვზი
ზეითუნის ზეთი - 2 ჩაის კოვზი
ავურიოთ ყავა,

 

სახიდან ზამთრის ნეგატიური გავლენის აღმოფხვრაში საგაზაფხულო ნიღბები დაგეხმარებათ.მაიონეზის ნიღაბი - 0,5 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მაიონეზი და მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.საფუვრის ნიღაბი - 1 ჩაის კოვზი საფუარი გახსენით მცირე რაოდენობით რძეში და

 

ჭორფლი, კანის მოყვითალო-მოყავისფრო პიგმენტური ლაქები, თავს იჩენს 5-6 წლის ასაკში, ზოგჯერ გარდატეხის პერიოდში, გაზაფხულსა და ზაფხულში, მზის აქტიურობისას მისი რაოდენობა მატულობს.დერმატოლოგებსა და კოსმეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ჭორფლი კანის დეფექტი არ არის, ის მომხიბვლელობას მატებს ადამიანს. თუმცა ბევრს არ მოსწონს და მის მოცილებას ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე ნიღაბს. კანის ინდივიდუალური მგრძნობელობისა და თავისებურებებიდან გამომდინარე,

 

გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის ნიღბებს, რომლებიც შეგიძლიათ კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით გაიკეთოთ. ყველა ნიღბისთვის უნდა შეარჩიოთმწიფე და წვნიანი ნაყოფი და წაისვათ კარგად გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.გოგრის ნიღაბი კვებავს სახის კანს, მატებს სიგლუვეს და ხავერდოვნებას. 2 ს/კ მოხარშულ გოგრის რბილობს შეურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ან

 

კოსმეტოლოგები თუთიას, რომელიც რკინის შემდეგ ორგანიზმის ყველა უჯრედს ჰაერივით სჭირდება, "კოსმეტიკურ" მიკროელემენტს უწოდებენ, რადგან თმას მატებსბრწყინვალებას, კანს - ელასტიკურობას, სილამაზესა და სიმკვრივეს.
გარდა ამისა, ხელს უწყობს მხედველობისა და მეხსიერების შენარჩუნებას, ჭრილობების სწრაფად შეხორცებას, გონებრივ განვითარებას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას,

 

ზაფხული მოდის და დროა, ვიზრუნოთ აღნაგობაზე - გადავიდეთ მსუბუქ და სასარგებლო საკვებზე.იდეალურია სალათები, რომლებიც შეიცავენ ოპტიმალურად დაბალანსებულ ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს. თანაც, რახან ყველა კომპონენტი დაჭრილია, ორგანიზმი ენერგიის დაუკარგავად ადვილად და მთლიანად ითვისებს მას. სალათები მოხარშულიც კი ინარჩუნებს ვიტამინებს.
უჯრედისებით მდიდარი სალათები წმენდს ორგანიზმს წიდებისა და

 

პრობლემები ლოყებზე პირველად სქესობრივი მომწიფების პერიოდში იჩენს თავს, გაძლიერებული ჰორმონალური მოქმედება ზრდის ცხიმოვან სეკრეციას, ეპითელიუმის ნაწილაკები აცობს ფორებს და წარმოქმნის ფერიმჭამელებს. გაწითლებული, მტკივნეული ფერიმჭამელების გამორწყვა დაუშვებელია. უმტკივნეულო, თეთრი თავის მქონე ფერიმჭამელების მოშორება კი შეიძლება, ოღონდ ფრთხილად და სათუთად უნდა იმოქმედოთ: პრობლემური ადგილი სალიცილის სპირტით გაიწმინდეთ, ცეცხლზე დეზინფიცირებული ნემსით ძალიან ფრთხილად ოდნავ გაჩხვლიტეთ და ისე,

 

ადამიანები (უმეტესად ქალები) კანის სიმშრალეს ხშირად უჩივიან. ერთი შეხედვით, ეს პატარა პრობლემა არცთუ უსაფრთხოა. კანის საფარველი გარეგანი ზემოქმედებისაგან საიმედო დამცავია, მაგრამ ძალიან ნაზი და სათუთია. რა თქმა უნდა, მშრალი კანი სასიკვდილოდ საშიში არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კანი ნივთიერებათა ცვლაში და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში მონაწილეობს, ამიტომ შინაგანი და გარეგანი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
მშრალ კანში კერამიდების, ქოლესტეროლისა და ცხიმმჟავების ბალანსი დარღვეულია,

 

ყველა ქალს სურს, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ მაკიაჟის გაკეთებისას ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც უმალვე მათ გარეგნობაზე აისახება. თუმცა ამ შეცდომების თავიდან აცილებაც არ არის რთული, თუკი რამდენიმე მარტივ რჩევას გაითვალისწინებთ:- ტუჩების მოცულობის გაზრდის მიზნით, არასოდეს გამოიყენოთ მუქი ფერის ფანქარი. ტუჩებს კარგად გამოკვეთს პომადის ზემოდან წასმული "ბლესკი",

 

შინაურ პირობებში გამოცდილი რამდენიმე ხალხური რეცეპტი, პრობლემური კანის მოვლასა და სილამაზის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კალენდულას ნაყენი:
2 სუფრის კოვზ კალენდულასა და ამდენივე გვირილის ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი. გაფილტრეთ. დაამატეთ 50 გრამი ქაფურის სპირტი. მიღებული ნაზავით სახე დღეში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ,

 

მართალია, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებს ძალიანაც მოსწონთ ჭორფლით ღაწვებდამშვენებული ქალბატონები, მაგრამ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მაინც თავგამოდებით ებრძვიან ამ "ბუნებრივ სამკაულს".თუ ჭორფლთან ბრძოლა გადაწყვიტეთ: ყოველ საღამოს სახეზე ამჟავებული რძე ან მაწონი წაისვით და

 

1. 100 გრამი ოდნავ შემჟავებული, დაკეპილი კომბოსტო დაჭერით კიდევ უფრო წვრილად, კარგად გაწურეთ, შეაზილეთ 2-2 ჩაის კოვზი ხაჭო და არაჟანი და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი.
2. გახეხეთ 1 ცალი ვაშლი კანიანად („ანტონოვკა“),

 

პირველ ყოვლისა, ძილის დროს თავს ნუ დადებთ მაღალ ბალიშზე. გარდა ამისა, კვირაში 2-3-ჯერ რეგულარულად შეიზილეთ ზეითუნის ზეთი ან კოსმეტიკური რძე, მერე 1 მუჭა მარილი ოდნავ დანამეთ და წრიული მოძრაობით წაისვით ლავიწიდან ნიკაპამდე, ვიდრე კანი ოდნავ არ გაწითლდება. ამის შემდეგ საჭიროა

 

დაბინძურებული ატმოსფერო, ქარი, სიცივე, წვიმა, მზის სხივები, ოფისებში კონდიციონერები და ბევრი სხვა მავნე ფაქტორი მოქმედებს სახის კანზე, ამიტომაცსაჭიროებს მუდმივად მოვლას. კანს საუცხოოდ ატენიანებს და წმენდს ჩაის კოსმეტიკა. ვისაც ცხიმიანი, ფორებიანი, მოშვებული, გაღიზიანებული და მუწუკებიანი სახის კანი აქვს, ლოსიონს უნდა დაამატოს მაგარი მწვანე ჩაი (1/4 ჩაი და 3/4 ლოსიონი),

 

ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს მარტივად და ეფექტიანად შეგიცვლით ჩვეულებრივი საკვები სოდა.
პილინგი
პირსაბან ქაფს ან გელს ერთი მწიკვი საკვები სოდა დაუმატეთ, შეგიძლიათ პირდაპირ ხელისგულზე აურიოთ ისინი ერთმანეთში და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ,

 

დადგა გაზაფხული და სულ მალე მოგვიწევს ტანსაცმლის ფენების შემოცლა და ჩვენი ლამაზი სხეულის სამზეოზე გამოტანა, მაგრამ შესაძლოა, თავის მოსაწონებლად სულაც არ გვქონდეს საქმე, რადგან ზედმეტი კილოგრამების დასაგროვებლად ზამთარი ყველაზე „შესაფერისი“ დროა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: გვაქვს ზედმეტი წონა – ესე იგი, გვაქვს შეშუპება და ცელულიტის ბორცვები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო,

 

მოცემული თანმიმდევრობის დაცვით მინის ბოთლში ჩაასხით: 15 მილილიტრი გლიცერინი, 125 მილილიტრი გამოხდილი წყალი, 50 მილილიტრი ღვინის სპირტი, 50-გრადუსიანი, ან კარგი არაყი,

 

გასწავლით კოჟრის სამკურნალო ყველაზე იოლ მეთოდს: საღამოს, ძილის წინ, ჩაყავით ფეხები ცხელ წყალში. დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ, კოჟრზე დაიდეთ ლიმონის ნაჭერი და

 

დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ დაბერების პროცესის შეფერხება და ლამაზი კანის ხანგრძლივად შენარჩუნება თავისუფლად შეიძლება.რით ვუშველოთ ნაოჭებიან კანს:
ვიტამინები-ანტიოქსიდანტები: ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) და ვიტამინი E (ტოკოფეროლი) კანს თავისუფალი რადიკალების უარყოფითი ზემოქმედებისცან იცავენ. C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და

 

რასაკვირველია, ჩამუქებული უპეები ქალს სრულიადაც არ ალამაზებს, ამიტომ ზოგიერთი მათ პუდრით ან კრემით მალავს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? მიზეზის მოცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე შედეგთან მუდმივი ბრძოლა. თავდაპირველად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თვალის უპეების ამოშავება შესაძლოა იყოს:
* რომელიმე შინაგანი დაავადების სიმპტომი,

 

მგრძნობიარე კანი – თანამედროვე ქალების უმრავლესობის პრობლემაა. დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო, სტრესები და არასწორი მოვლა დამანგრევლად მოქმედებს კანზე. ეკოლოგიურ პრობლემებსა და სტრესებს ასე ადვილად ვერ მოვერევით. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, მისი მოვლით გავაბათილოთ „გარედან“ მიყენებული ზიანი. მგრძნობიარე კანი ძალზე სათუთ მოპყრობას ითხოვს. ასეთ კანს აქვს ძალიან თხელი დამცავი შრე და მტკივნეულად რეაგირებს არასასურველ გარე ფაქტორებზე. მათ,

 

ახლა საუკეთესო დროა, კანის სილამაზეზე ბუნებრივი საშუალებებით იზრუნოთ. ამაში კი ყველაფერზე უკეთ ხილი დაგეხმარებათ.მარწყვი მკვრივი კანისთვისმკვრივ კანზე ზრუნვა კოლაგენს ევალება. მისი მთავარი დამხმარე  C ვიტამინია - მიკროელემენტი, რომელსაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს. თუმცა, საჭირო რაოდენობით მისი მიღება საკვებიდანაც შეიძლება.
C  ვიტამინით უხვად მოგამარაგებთ ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი,

 

ნაზამთრალ თმას გაზაფხულზე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. საქმის გასაადვილებლად რამდენიმე მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
კვერცხისა და მარილის ნიღაბი
ნიღაბი გამოიყენება,

 

ამოდარებასა და დათბობას მთელი წელი მოუთმენლად ველით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხულზე და ზაფხულში მზის სხივები განსაკუთრებით მწველია და კანს შესაძლოა ავნოს კიდეც.როგორ მოვიქცეთ, რომ გაზაფხულისა და ზაფხულის უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავი დავიცვათ, როგორ მოვუაროთ სახის კანს სხვადასხვა ასაკში? ამ კითხვებზე კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე გვიპასუხებს:
- კანის მთავარი მტერია მზე, ამიტომ კოსმეტიკა,

 

თურმე ქალმა მაკიაჟი დაახლოებით ნახევარ საათში უნდა გაიკეთოს. თუმცა ზოგიერთ ქალს ამისთვის სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება. ასეთი ქალები მაკიაჟის გაკეთებას ყველგან წარმატებით ახერხებენ: სახლშიც, სამსახურშიც და საჭესთანაც კი… კარგი და გემოვნებიანი მაკიაჟი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თუმცა ჩვენ  ხშირად  ამ ეტაპების დაცვა გვეზარება და შედეგად,

 

შხაპის მიღება ყველას უყვარს, მაგრამ იმისათვის, რომ ამ პროცედურით გამაჯანსაღებელი ეფექტი მივიღოთ, აუცილებელია რამდენიმე ნიუანსი გავითვალისწინოთ. დერმატოლოგების აზრით, ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შხაპის მიღებისას წესები დავიცვათ. პირველი: ამ არცთუ ისე ხანგრძლივი პროცედურის შედეგად ჩვენმა კანმა არ უნდა დაკარგოს სინოტივე და არ უნდა გამოშრეს; მეორე: ეცადე, აბაზანაში რაც შეიძლება მეტი ორთქლი იყოს,

 

ტუჩების გადიდება თურმე ოპერაციის გარეშეც შეიძლება. ამისთვის მარტივი პროცედურაა საჭირო: დილით, კოსმეტიკური სეანსისას, დღის კრემი (რომელიც თვალების გარშემო კანისთვის არის განკუთვნილი) ტუჩებზე წაისვით ფრთხილი მოძრაობით, ისე, რომ ტუჩები არ დაჭიმოთ.ტუჩები რომ არ გამოგიშრეთ, მათი კვება აუცილებელია. ამისთვის იყენებენ მცენარეულ ზეთს,

 

რა ხერხს აღარ მიმართავენ ქალები კანის სილამაზის შესანარჩუნებლად: კრემებს, ლოსიონებს, პლასტიკურ ოპერაციებს, კოსმეტოლოგებს და სხვ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ კანის ახალგაზრდული იერი და სილამაზე უშუალოდ უკავშირდება კვებას. სწორად შერჩეულ საკვებს მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია,

 

რა ხერხს აღარ მიმართავენ ქალები კანის სილამაზის შესანარჩუნებლად: კრემებს, ლოსიონებს, პლასტიკურ ოპერაციებს, კოსმეტოლოგებს და სხვ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ კანის ახალგაზრდული იერი და სილამაზე უშუალოდ უკავშირდება კვებას.
სწორად შერჩეულ საკვებს მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე კოსმეტიკურ პროცედურებს. ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ მუწუკები, კანის სიწითლე, სიმშრალე (აქერცვლა),

 

რძის შრატი მრავალი კოსმეტიკური პრეპარატის - კრემების, ლოსიონების, შამპუნების - წარმოებაში გამოიყენება. ის ყველაზე ეფექტური ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა.
ბუნებრივი რძის შრატი

 

კოსმეტიკური პროცედურების ეფექტურობა შეიძლება 70 პროცენტით შემცირდეს, თუ მას მივმართავთ არახელსაყრელ, შეუფერებელ დროს.დღის კრემებს საღამოს პერიოდში გამოიყენება არ შეიძლება და პირიქით, საღამოს კრემების გამოყენება არ შეიძლება დღისით, რადგან მათში შემავალ ნივთიერებებს სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვთ. მთავარია, ქალმა იცოდეს,

 

რა ხერხს აღარ მიმართავენ ქალები კანის სილამაზის შესანარჩუნებლად: კრემებს, ლოსიონებს, პლასტიკურ ოპერაციებს, კოსმეტოლოგებს და სხვ. მაგრამ ავიწყდებათ, რომ კანის ახალგაზრდული იერი და სილამაზე უშუალოდ უკავშირდება კვებას. სწორად შერჩეულ საკვებს მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე კოსმეტიკურ პროცედურებს. ქალებს ყველაზე მეტად აწუხებთ მუწუკები, კანის სიწითლე, სიმშრალე (აქერცვლა),

 

კანის ფერი მასში მელანინის შემცველობის ხარისხზეა დამოკიდებული. ეს ნივთიერება რაც უფრო მეტია, ადამიანი მით უფრო შავგვრემანია. ზოგჯერ კანის ცალკეულ ნაწილებზე მელანინი არათანაბრად გამომუშავდება და მაშინ ჰიპერპიგმენტაცია – მუქი ყავისფერი წვრილი ლაქები ვითარდება. ჭორფლი გაზაფხულის მზის პირველ სხივებთან ერთად ჩნდება.
მიზეზები

 

წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია საღამოს კრემების წასმის დროს:
- შეეცადეთ, რომ სახეზე საღამოს კრემის წასმა მოახერხოთ 6-8 საათამდე.
- ნურასოდეს დაწვებით დასაძინებლად სქლად წასმული საღამოს კრემით,

 

კოსმეტიკური თვალსაზრისით, ყელი ადამიანის სხეულის ყველაზე რთულად მოსავლელი ადგილია. ყელზე კანი ძალზე მალე ბერდება. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც სახეზე პირველი ნაოჭი ჩნდება, ყელს უკვე ცხადად ემჩნევა "წრიული რგოლები".იმისათვის, რომ ყელის არეში კანი არ მოიმჩვაროს,

 

მსოფლიო ბაზარზე ხარისხიანი კოსმეტიკური ნაწარმი ბევრია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე კოსმეტოლოგებსაც კი სახის მოვლის საუკეთესო საშუალებად, მეტადრე ზაფხულობით, ხილის ნიღაბი მიაჩნიათ. ნებისმიერ ხილს ხომ ბუნება ყოველგვარი დანამატისა და ქიმიკატის გარეშე გვაძლევს.ხილის კოსმეტიკა უტყუარი გარანტიაა იმისა,

 

თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა საშუალებას გვაძლევს, არა მარტო შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, არამედ გამოვასწოროთ ჩვენი გარეგნული ნაკლი ან მოვახდინოთ მისი კორექტირება. ამისთვის კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია საჭირო.ცელულიტისგან თავის დასაღწევად, შესაბამისი კვების პარალელურად უნდა გავიკეთოთ თერმაჟი,

 

თვალების წვას, გაწითლებას, ქუთუთოების ქავილსა და შეშუპებას, ანთებას უმეტეს შემთხვევაში იწვევს არა მარტო ქარიანი, ცივი ან მზიანი ამინდი, არამედ კომპიუტერთან დიდხანს დაძაბული მუშაობა.რა თქმა უნდა, თვალებს სჭირდება "დახმარება". მაგალითად, ანთების დროს კარგია თვალები დაიბანოთ ბორის მჟავას ხსნარში (1/2 ჩ/კ:1ჩ/ჭ წყალი) დასველებული ბამბის ტამპონებით; 

 

მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტები კანისთვის არასაკმარისია. სასარგებლოა ასევე მისი კრემებით გახალისება. დამატენიანებელ კრემებს შორის საუკეთესოა კრემ-ჟელე, რომელიც გლიცერინს, ფუკოგელს, ლიპოსომებსა და ნატურალურ დამატენიანებელ ფაქტორს შეიცავს. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კანში ტენის ბუნებრივ დონეს,

 

ცნობილი ფაქტია, თუ ქალს უნდა თავის ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა, ის ამ ცვლილებას თმებიდან იწყებს. თმის დახვევა, შეჭრა, მელირება, ან შეღებვა თუ არ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში კარგ ხასიათზე მაინც დაგაყენებთ. მთავარია, თქვენი თმისთვის შეარჩიოთ სწორი მოვლის მეთოდი. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქში მაცხოვრებლებს სჭირდებათ თმის დამატებითი დაცვა და მოვლა. ნისლი, ჭუჭყი,

 

ბანანი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს. ის აწესრიგებს ნახშირწყლოვან, მარილოვან და წყალმარილოვან ცვლას.კალიუმის ნაკლებობის გამო თმა უსიცოცხლო, მტვრევადი ხდება და ქერტლი წარმოიქმნება. დღეში სამი ბანანი თქვენს თმას ბზინვარებას, მიმზიდველობას დაუბრუნებს და

 

ალბათ უკვე არაერთხელ გსმენიათ, რომ გარეგნული სილამაზე ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხალხური მედიცინა ორგანიზმის გაჯანსაღების მარტივ საშუალებებს გთავაზობთ:- რაც შეეხება მზის აბაზანებს: გარუჯვა სასარგებლოა, მაგრამ - დოზირებულად. მზის აბაზანების მიღებამდე აუცილებლად წაისვით დამცავი კრემი. იმ შემთხვევაში,.

 

როგორც იქნა, გამოიდარა და დადგა ღია ფეხსაცმლის ტარების სეზონი. მოხდენილად, მიმზიდველად და ლაღად რომ გამოიყურებოდეთ, მარტო კარგი მაკიაჟი და, თუნდაც, ლერწამივით ტანი, თვით საუკეთესო ბრენდების სამოსში გამოწყობილიც კი დაკარგავს ეფექტს, თუ სათანადოდ არ გექნებათ მოვლილი ფეხები. ცხადია, თითებიდან დაწყებული, რადგან ყველაზე თავშეკავებული და მორიდებული მამაკაციც კი, ქალის შეთვალიერებასა და, შესაბამისად, შეფასებას,

 

გაბედულად შეიძლება იმის მტკიცება, რომ შესაძლოა "მთელი ცხოვრება" იყენებდე დეკორატიულ კოსმეტიკას, მაგრამ ბოლომდე არ იცოდე მისი შესაძლებლობები. გთავაზობთ ცნობილი ვიზაჟისტების რჩევებს:
1. პირველი რჩევა ეხება თვალის მაკიაჟს. თუ ხელთ არ გაქვთ მოცულობის მიმცემი ტუში,

 

მშრალი სახის კანის დროს: 50 გ საფუარს დაამატეთ 1/2 ჭიქა თბილი რძე და ცოტა მცენარეული ზეთი, ცხიმიანი კანის დროს - 30%-იანი წყალბადის ზეჟანგი აურიეთ და წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.ბანანის ნიღბები: 1. დასრესილ ბანანს დაამატეთ 1 ჩ/კ რძე და

 

ნებისმიერი სახეობის საკვები განსაკუთრებულ მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებზეც დამოკიდებულია კანის, თმის, ფრჩხილებისა და საერთოდ, ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაარკვიეთ, რომელია თქვენი "სილამაზის პროდუქტი" და შედეგიც არ დააყოვნებს."მიუსლი" ნებისმიერი ტიპის კანის, თმისა და ფრჩხილებისათვისციურიხის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ასი წლის წინ შექმნეს უჩვეულო კერძი,

 

თანამედროვე ქალბატონები, რომლებმაც 40 წელს მიაღწიეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებიან, არც სიმხნევე და ენერგია აკლიათ, მაგრამ, როდესაც სარკესთან მარტო რჩებიან, აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათი სახის კანს უკვე დაეტყო დაღლილობის ნიშნები, წვრილ-წვრილი ნაოჭებიც მიმოფანტულია თვალებისა და

 

თაფლის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას უამრავ სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ. დედოფალი კლეოპატრა თაფლს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყენებდა.ბევრი ადამიანი თაფლის ნამდვილი მოყვარულია, მაგრამ უმრავლესობას ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს ახსენდება. ძველი ბერძნები თაფლს ჯადოსნურ ელექსირს უწოდებდნენ,

 

ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს მზე სილამაზისა და ჯანმრთელობის მთავარ მტრად მიაჩნია. მაგალითად, ნიკოლ კიდმანმა აღიარა, რომ მისი მგრძნობიარე კანისთვის ძალზე მტკივნეულია მზის სხივები. ამიტომ ვარსკვლავი მზიან ამინდში გრძელსახელოებიან სამოსს იცვამს. მზის მავნე ზემოქმედებას ნამდვილად უნდა მოერიდოთ,

 

ნუშის ნატრალური რძე
25 გ გარჩეული, ტკბილი ნუში დანაყეთ ან დაფქვით. დაასხით 1/2 ჩ/ჭ თბილი, ანადუღარი წყალი. კარგად შეანჯღრიეთ. დაუმატეთ ცოტა მარილი, გაწურეთ დოლბანდში. შეინახეთ ცივ ადგილას. გამოყენებამდე - დილას და საღამოს კვლავ შეანჯღრიეთ. დაისხით ხელისგულზე 1-2 ჩ/კ სითხე და

 

პირველი ნაოჭების გაჩენისთანავე კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად კანის გასამკვრივებლად სპეციალურ მარტივ ვარჯიშებს თუ მიმართავთ, შედეგი გაცილებით ეფექტიანი და ხანგრძლივი იქნება. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით შედეგიანია, როცა კანი კოსმეტიკური საშუალებებით გადაღლილი და მოდუნებულია. თანაც ამ ვარჯიშების უპირატესობა ისიც არის,

 

გემრიელ და სურნელოვან ნესვს სასარგებლო და უსაფრთხო კოსმეტიკური თვისებებიც გააჩნია:ნიღაბი ცხიმიანი კანისათვის: 2-3 სუფრის კოვზ ფაფადქცეულ ნესვის რბილობს დაუმატეთ კარგად ათქვეფილი ერთი კვერცხის ცილა და ერთი სუფრის კოვზი უცხიმო არაჟანი. სახე და ყელი ნესვის წვენში დასველებული ტამპონით გაიწმინდეთ. ნიღაბი სახესა და

 

ქალისათვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია, როგორ გამოიყურება და რამდენად კარგად არის მოვლილი მისი სახის კანი, კისერი და დეკოლტეს ზონა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ უბნების მდგომარეობა არასოდეს იტყუება და ბევრ რამეს გვამცნობს ქალის შესახებ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი,

 

ზოგიერთ მამაკაცს გამელოტება არ ემუქრება, ზოგს კი მისი ნიშნები ჭაბუკობიდანვე გამოაჩნდება ხოლმე. მედიკოსთა აზრით, სიქაჩლე უმთავრესად მემკვიდრეობით გადაეცემა, თუმცა თმის ცვენაზე უამრავი გარეგანი ფაქტორიც მოქმედებს - სტრესი, გამოსხივება, საკვები და სხვა.არსებობს მრავალი ნაცადი ხერხი, რომელიც გამელოტების პროცესს შეაჩერებს,

 

სახის ჯანსაღი ფერი, მკვრივი სხეული, მბზინავი თმა, თეთრი კბილები - ყველაფერი ეს გაცილებით მეტ მომხიბვლელობას მატებს ქალს, ვიდრე ბუნებისგან ბოძებული სწორი ნაკვთები.ყველას თავისი სილამაზის რეცეპტი აქვს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ბუნებრივ პროდუქტებს, საიდანაც შეგიძლიათ სილამაზისთვის საჭირო ნივთიერებები მოიმარაგოთ. ამ პროდუქტებს შორის ერთ-ერთია ჩაი.

 

რძის პროდუქტებს აქტიურად იყენებენ ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. მათში შემავალი A და E ვიტამინები კანს სიგლუვესა და სიმკვრივეს უნარჩუნებს, რძის ცილა ორგანიზმში წყლის ბალანსს არეგულირებს, ხოლო რძის ფერმენტები, ცხიმები და

 

კოჟრი გავრცელებული დაავადებაა და მუდმივი ტრავმატიზაციის შედეგია. იგი ხშირია ფეხისგულებზე. კოჟრი სხვადასხვა ზომის, მკვრივი, შეხებისას მტკივნეული, ყვითელი ფერის გასქელებული კანით დაფარული შეიძლება იყოს. ზოგჯერ მისი ანთება და დაჩირქება იწყება. კოჟრის აღმოცენებაში დამნაშავე თავად ხართ. არავინ გაიძულებთ,

 

ხანდაზმულ ასაკში ნაოჭების გაჩენა სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა, სწორი და სისტემატური მოვლა საშუალებას მოგცემთ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული კანი.საერთოდ, ნაოჭების გაჩენას ყველაზე მეტად კანის გამოშრობა უწყობს ხელს. ზოგი ქალი გახდომის მიზნით, ძალზე ცოტა წყალს სვამს, რაც დაუშვებელია - კანი შრება და

 

დისკომფორტის შეგრძნება ფეხის სახსრებში, მუხლებში, წვივებში, ფეხის ცერა თითსა და ქუსლებთან გამონაზარდების წარმოქმნას, რასაც ძლიერი ტკივილებიც ახლავს, ხშირად ბრტყელტერფიანობა იწვევს (როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილიც). ამის შესახებ ალბათ ცოტამ თუ იცის. ასეთ დროს, გარდა ექიმთან ვიზიტისა და შესაბამისი მკურნალობისა,

 

მოახლოვდა ცივი სეზონი, რაც თმას განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის და თუ ამას ემოციური სტრესიც ემატება, ეს კანის მგრძნობელობას უფრო ამძაფრებს. ამას ემატება გამათბობლებისგან გამომშრალი ჰაერი, ტემპერატურის სხვაობა, ხისტი წყალი... როგორ მოვიქცეთ? თმის დამამშვიდებელმა საშუალებებმა უკვე მრავალი თაყვანისმცემელი შეიძინა. მათი მსუბუქი და რბილი კომპონენტები დაჭიმვასა და ქავილს ხსნის. ისინი ნატურალურ მცენარეულ ექსტრაქტებსა და

 

ბოლო დროს კბილებისა და საერთოდ, პირის ღრუს მოვლის "ყოვლისშემძლე" საშუალებების რეკლამა მომრავლდა. ტელეეთერიდან თუ ჟურნალ-გაზეთების ფურცლებიდან ყოველდღიურად გვთავაზობენ სამკურნალო მცენარეების შემცველ, მათეთრებელ და ანტიბაქტერიულ კბილის პასტებსა და სუპერჯაგრისებს, რომლებსაც ენისა და ,"ძნელად მისადგომი" კბილების გასუფთავებაც კი შეუძლია, მაგრამ ამის მიუხედავად, სტომატოლოგები პაციენტების სიმცირეს არ "უჩივიან" და

 

ყველა ქალს უნდა, რომ ლამაზი თვალები და მეტყველი მზერა ჰქონდეს. თვალების სწორი მოვლის შედეგად შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ არა მარტო გარეგნული სახე, არამედ მხედველობაც. თვალების ირგვლივ კანი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ მისი მოსავლელი საშუალებები უნდა იყოს სპეციალურად შერჩეული და

 

მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის ასაკობრივი ცვლილებები გარდაუვალია, ამ პროცესის შენელება სრულიად შესაძლებელია. ჩვენი თვალები კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. ხელოვნური განათება, მონიტორის მოციმციმე ეკრანი, საჭესთან ხანგრძლივად ჯდომა, ქალაქის მკაცრი დაგეგმარება – ყველაფერი ეს თვალმახვილობას არ ეხმარება. გაგაცნობთ დაძაბულობის მოხსნის რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს. ეცადეთ,

 

სილამაზეს იღბალი გერჩივნოსო" - ეს ანდაზა, რა თქმა უნდა, ამართლებს, მაგრამ არა ყოველთვის. ყველა ქალს სურს, ლამაზი იყოს, კარგი სახის კანი ჰქონდეს და რაც შეიძლება გვიან დაეტყოს ასაკი. გვესაუბრება კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე:
- კანი ერთგვარი მანტიაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო უამრავი ნეგატიური ფაქტორია  - მტვერი,

 

ექიმები ირწმუნებიან, რომ ყველა დაავადება ადამიანის სახეზე აისახება. თანაც განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი დაავადებისთანავე იჩენს თავს, ჩვენ, უბრალოდ, მათი დროულად წაკითხვა უნდა შევძლოთ.
თვალები
დაქაჩული, მოლაპლაპე - ენდროკრინული აპარატის პრობლემები (ბაზედოვის დაავადება, ჰიპერთირეოზი).
წითელი კაპილარებით -

 

ყველაზე ნაკლებპრობლემური ე.წ. ნორმალური ტიპის თმაა. მის მოსავლელად განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. მაგრამ ძალზე მშრალი ან პირიქით, ცხიმიანი თმის პატრონებმა სასურველია იცოდნენ - თმა მუდამ წესრიგში რომ ჰქონდეთ, მას საგანგებოდ უნდა მოუარონ.ცხიმიანი თმის დასაბანად გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში);

 

ლამაზი ფეხები ერთი ქალის ფასიაო, - უთქვამთ... ამიტომ მათი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ. აი, რას გვირჩევენ სპეციალისტები:
დილის ენერგიული ვარჯიში
- ჩამოჯექით საწოლის კიდეზე,

 

ძალიან ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს მგრძნობიარე სახის კანისთვის, სადაც მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებია გათვალისწინებული. გთავაზობთ რამდენიმეს:მგრძნობიარე სახის კანის დასარბილებლად, დასატენიანებლად და დასამშვიდებლად საუკეთესო საშუალებაა კიტრი. დილა-საღამოს სახე გაიწმინდეთ კიტრის წვენით,

 

თუ თაფლი არ იწვევს ალერგიას, შაქრის მაგივრად იხმარეთ. ის შეიცავს 70 სასარგებლო ნივთიერებას, რომელთა შორისაა თითქმის ყველა აუცილებელი ვიტამინი და მიკროელემენტი, ბევრი ფერმენტი, ბუნებრივი ანტიბიოტიკები. ამიტომაც იყენებდნენ კოსმეტიკაში უხსოვარი დროიდან.თაფლი ასწორებს ნაოჭებს, არბილებს კანს,

 

სტაფილო ყველა ოჯახში მოიძებნება, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, ამ პოპულარული ბოსტნეულისგან რამდენი სასარგებლო რეცეპტის მომზადება შეიძლება.
კანის გაჯანსაღება

 

რა იწვევს კანის გამოშრობას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ გაციების შედეგად სახეზე გამონაყარს, საჭიროა თუ არა ამ დროს სახის დამატენიანებელი კრემების გამოყენება? ეს კითხვები ქალბატონების უმრავლესობას აწუხებს. გეტყვით, რომ ვირუსულმა ინფექციებმა შესაძლოა ისე ჩაიაროს, რომ კანზე გამონაყარი დაგიტოვოთ და პრობლემებიც შეგექმნათ; როგორ მოვიშოროთ ყოველივე და როდის ვენდოთ კოსმეტოლოგს,

 

ნიკაპის შუახაზიდან ყურის ბიბილოსკენ;
პირის კიდეებიდან ყურის შუახაზისკენ;
ნესტოებიდან ისევ ყურის შუახაზისკენ;
შუბლის შუახაზიდან საფეთქლებისკენ;
თვალის შიდა კუთხიდან საფეთქლებისკენ და

 

ლამაზი თმა ქალბატონების სავიზიტო ბარათია. გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხურ მეთოდებს:
– 100 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და 0,5 ლიტრი ღვინის ძმარი, ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით ძილის წინ დაიბანეთ თავი საპნის გამოუყენებლად.
– დაიბანეთ თმები სუროს ნაყენით.

 

ზღვის მარილები ძალიან ეფექტიანია ცელულიტის სამკურნალოდ. მაგრამ მარილიანი აბაზანები სასურველია მიიღოთ სხვა ანტიცელულიტური საშუალებებისა და მეთოდების პარალელურად.განსაკუთრებით სასარგებლოა მკვდარი ზღვის მარილი, რომლის წყალი შეიცავს მცირე რაოდენობით საჭმელ მარილს, მაგრამ მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით,

 

ფუტკრები თაფლს ნექტარისგან, ტკბილი წვენისაგან ქმნიან, რომელსაც ხის ფოთლები და წიწვები გამოყოფენ, ასევე იმ მწერების მიერ გამოყოფილი ბლანტი სითხიდან, რომლებიც მცენარეებით იკვებებიან. თაფლი ორგანიზმისთვის საჭირო თითქმის ყველა მიკროელემენტს შეიცავს. ადამიანებმა მისი უნიკალური თვისებების შესახებ ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იცოდნენ,

 

დაბერების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ცაცხვის ყვავილის და პიტნის (თითო-თითო მუჭა ცაცხვის ხმელი ყვავილი და პიტნის ფოთოლი, 3 ლიტრი თბილი წყალი) და წიწვის (2-3 მუჭა წიწვს ტოტების გარეშე, დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 20 წუთი) აბაზანების მიღება. ნაყენი გაწურეთ და

 

ზღვის მარილები ძალიან ეფექტიანია ცელულიტის სამკურნალოდ. მაგრამ მარილიანი აბაზანები სასურველია მიიღოთ სხვა ანტიცელულიტური საშუალებებისა და მეთოდების პარალელურად.განსაკუთრებით სასარგებლოა მკვდარი ზღვის მარილი, რომლის წყალი შეიცავს მცირე რაოდენობით საჭმელ მარილს, მაგრამ მდიდარია მაგნიუმით, კალციუმით, იოდითა და რკინით. ზღვის აბაზანები კანს ენერგიით ავსებს,

 

ექიმები გვირჩევენ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ  ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლას, მით უფრო ვერ მოგერევათ დრო. ნაოჭების  თავიდან  მოსაშორებლად,  პირველ  რიგში,  საჭიროა  კანის  სისხლით მომარაგება და ქსოვილების  ელასტიურობის  ამაღლება. ამას კი თავის საიდუმლოებები  აქვს და ისინი რამდენიმე მარტივ რეცეპტში იმალება. ეს რეცეპტები დაგეხმარებათ, 

 

თანამედროვე კოსმეტიკას ფართო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ დროის მიერ გამოცდილ ხალხურ რეცეპტებს ყველაზე მოდური ქალბატონებიც კი მიმართავენ.სახეზე გამონაყარი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და ყველაზე მხიარულ გოგონასაც კი უფუჭებს განწყობას. გამონაყარმა რომ არ შეგაწუხოთ, გვირილა, ორკბილა და ჩვეულებრივი საკვები სოდა გიშველით.გვირილა ან ორკბილა ჯამში ან პატარა ქვაბში მოხარშეთ. ჯამი გადმოდგით, მცირე ხნის შემდეგ, ისე,

 

კიტრში 95% წყალია, 5% - ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები, ორგანული მჟავები და ნაცარი, აქედან 2-2,5% შაქრები, 0,4-5% კი მინერალური ნივთიერებებია. კიტრი შეიცავს C, B1, B2 ვიტამინებს და  A  პროვიტამინს, პექტინებს, მარილებს, მაგნიუმს, რკინას, ალუმინს, სილიციუმს და ეთერზეთებს. კიტრი მდიდარია ფოსფორით, კალიუმითა და კალციუმით. მასში აღმოჩენილია ვერცხლის მარილებიც.კიტრი ცნობილია,

 

კომბინირებული (შერეული) ტიპის კანი უფრო ხშირად გვხვდება, უმეტესად - ახალგაზრდა და შუახნის ქალებში. კანი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ჩვეულებრივ, ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებსა და კისერზე, განსაკუთრებით კი თვალების ირგვლივ - მშრალი. შერეული ტიპის კანი სახის სხვადასხვა ნაწილის სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს.თუ სწორად მოვუვლით,

 

შინაგანი ორგანოების მუშაობაში გადახრა ჩვენი კანის მდგომარეობაზე აისახება. როგორ ამოვიცნოთ გამაფრთხილებელი ნიშნები?
სახის ფერი
სახის მოყვითალო ფერი კუჭისა და ელენთის დაავადებებზე მოწმობს. კანის მწვანე ფერი ხშირად ღვიძლის მუშაობის დარღვევის ნიშანია. სიფერმკრთალე საკმაოდ ხშირად თან ახლავს ძალის გამოლევას,

 
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა