მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ექიმის რჩევები

გაანადგურე ნაწლავთმპყრობელები
ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა. თუ საჭმელს შემთხვევით დაუბანელი ხელი წაატანე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღე ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე: ან პირღებინებამ გაგაწამოს, ან დიარეამ, ან სულაც ორივემ ერთად. მაშინ, როდესაც მზის სხივები შინიდან გვიხმობენ, ასეთი უსიამოვნებებით თავის  გატანჯვა ნამდვილად არ ღირს. მაშ, როგორ მოვიქცეთ, ზაფხული მშვიდად რომ გავატაროთ? ამაზე “ავერსის” კლინიკის გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ქეთინო ჩიტაიშვილი გვესაუბრება.
 ქალბატონო ქეთინო, უპირატესად რომელი ინფექციური დაავადებები ხშირდება ზაფხულობით?
– გავრცელებული აზრის თანახმად, ნაწლავთა ინფექცია ანუ ინფექციური დიარეა უმთავრესად ზაფხულობით ხშირდება, რეალურად კი ამ პრობლემამ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი. მას მრავალი მიკროორგანიზმი იწვევს, რომელთაგან წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტიურდება. მაგალითად, ზამთრობით ნაწლავთა ინფექციები უმეტესად ვირუსებით – როტავირუსით, კალიცივირუსით, ასტროვირუსით, ადენოვირუსითა და სხვებით – არის გამოწვეული, წლის ცხელ პერიოდში – ბაქტერიებით: სალმონელათი, ეშერიხიათი, შიგელათი, კამპილობაქტერიით...
ბავშვთა ასკში დიარეის ყველაზე გავრცელებული მიზეზი როტავირუსი გახლავთ. სტატისტიკური მონაცემებით, სამი წლისთვის პრაქტიკულად ყველა ბავშვს ერთხელ მაინც შეხვედრია როტავირუსული ინფექცია. დიარეის გამომწვევად ხშირად გვევლინებიან უმარტივესები, მათ შორის ამება, რომელიც გარემოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პარაზიტია. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ამ პარაზიტით არის ინფიცირებული. ასევე გავრცელებული პარაზიტი გახლავთ ლამბლია.
ბაქტერიებით ინფიცირება უპირატესად საკვებისა და წყლის საშუალებით ხდება. ამიტომაც არის, რომ ამ მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური პრობლემები წელიწადის ცხელ დროს ხშირდება.
. ესე იგი ინფექციები უმთავრესად დაბინძურებულ წყალსა და საკვებში ბუდობენ? კიდევ რა გზით არის მოსალოდნელი მათი გავრცელება?
– ნაწლავური ინფექციის გამომწვევი უმთავრესად ალიმენტური გზით გადაეცემა. გადაცემის ფაქტორებია წყალი, საკვები, მიკროორგანიზმებით დაბინძურებული ნივთები და ხელები. ინფექციის გადაცემის ამგვარ მექანიზმს ფეკალურ- ორალური ეწოდება.
ინფექციის წყაროა ინფექციის მწვავე ან ქრონიკული ფორმით დაავადებული ადამიანი, რეკონვალესცენტი (გამოჯანმრთელების პერიოდში მყოფი ადამიანი) და ბაქტერიამატარებელი (ე. წ. სუბკლინიკური ფორმით დაავადებული პირი). ეპიდემიოლოგიურად ანუ გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიში მსუბუქი ფორმით დაავადებული ადამიანია, რომელიც ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს ცხოვრებას და ავრცელებს ინფექციას. რისკის ჯგუფს მიეკუთვნება სამედიცინო პერსონალი, რომელსაც პაციენტებთან უშუალო კონტაქტი აქვს.
. რა ნიშნები იჩენს თავს ინტოქსიკაციის ან, უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოწამვლის შემთხვევაში?
– ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: ფაღარათი (მრავალჯერადი, თხიერი მასებით), ტემპერატურული რეაქცია, ტოქსიკოზი, რომელსაც შესაძლოა დაერთოს მუცლის ტკივილი (უპირატესად მოვლითი ხასიათისა), მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა.
. რამდენად ხშირდება ნაწლავთა მოქმედება დიარეის დროს?
– ფაღარათი ანუ დიარეა ნიშნავს ნაწლავთა მოქმედებას დღე-ღამეში 3-4-ჯერ და მეტად, შედარებით თხიერი კონსისტენციის მოუნელებელი მასებით. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ დიარეის ინფექციურ და არაინფექციურ ფორმებს, მიმდინარეობის მიხედვით კი მწვავესა და ქრონიკულს. ამჟამად ჩვენ მწვავე ინფექციურ დიარეას განვიხილავთ. მწვავედ ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, უმეტესად 1 კვირამდე. 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული დიარეა გახანგრძლივებულად  ითვლება, ხოლო თუ 3 თვეზე მეტხანს გაგრძელდა – ქრონიკულად. უკანასკნელი ფორმა უფრო მოზრდილებშია გავრცელებული.
. განსხვავდება თუ არა სიმპტომატიკით ერთმანეთისგან ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის ინფექციური დიარეა?
– საზოგადოდ, ნაწლავური ინფექციების კლინიკური სურათი გამომწვევზეა დამოკიდებული. ვირუსული ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელია მოკლე, დაახლოებით 24-48 საათიანი საინკუბაციო პერიოდი, შედარებით მსუბუქი ცხელება, დაავადების დაწყება ღებინებით, რომელიც წყლისებური დიარეით გრძელდება და ერთიდან 4 დღემდე გასტანს. იშვიათია მუცლის ტკივილი, ხშირად თვითლიმიტირებადია ანუ თავისთავად გაივლის. რაც შეეხება ბაქტერიულ ინფექციას, მისი საინკუბაციო პერიოდი შედარებით ხანფრძლივია – 6-დან 72 საათამდე, ზოგჯერ უფრო მეტხანს, 7 დღემდეც კი გრძელდება. ტემპერატურა ხშირად აღწევს 38-40 გრადუსს, თან სდევს მუცლის მოვლითი ტკივილი, ზოგჯერ – ტენეზმები, ფაღარათი ლორწოსა და სისხლის მინარევებით. ვითარდება ძლიერი სისუსტე.
ამგვარი განსხვავებები საშუალებას გვაძლევს, მკურნალობის ტაქტიკა ლაბორატორიული შედეგების მიღებამდე შევიმუშაოთ.
. დიარეას საშიშ სიმპტომად არ მიიჩნევენ, მაგრამ მაინც – რამდენად დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს ინფექციური დიარეის განვითარების დროს?
– დიარეის უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. მას მოჰყვება ძალზე საყურადღებო მდგომარეობა – გაუწყლოება ანუ დეჰიდრატაცია. ის ვლინდება  წყურვილის შეგრძნებით, ლორწოვანი გარსების სიმშრალით, კანის ელასტიკურობის დაქვეითებით, შარდვის შემცირებით, არტერიული წნევის დაცემით. გაუწყლოება განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ 1 წლამდე ასაკისა და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ბავშვთა ასაკში გაუწყლოების ნიშნები ასეთია: თავდაპირველად – მოუსვენრობა, შემდეგ – სისუსტე და ძილად მივარდნა, ხმის შეცვლა, ჩახლეჩა, თვალების ჩავარდნა, წყურვილის გაძლიერება.
ასევე ძალზე საყურადღებო სიმპტომებია ფეკალურ მასებში სისხლიანი მინარევისა და ლორწოს არსებობა, ძლიერი მუცლის ტკივილი, დიარეის გახანგრძლივება, მაღალი ტემპერატურა. სწორედ ამ სიმპტომების საწინააღმდეგო მკურნალობის დროული დაწყებაა აუცილებელი ნაწლავური ინფექციების დროს.  მკურნალობის მთავარი პრინციპი რეჰიდრატაციის დროულად დაწყება გახლავთ. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ   მოსალოდნელი გართულებები.
. რა პრინციპით ტარდება რეჰიდრატაცია? როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი დიარეის დროს?
– დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია რეჰიდრატაციული ხსნარების, მაგალითად, აისოლის, პერორალური მიღება მცირე ულუფებით. რაც შეეხება კვებას, სასურველია, პირველი ოთხი საათის განმავლობაში არაფერი ვჭამოთ, შემდეგ კი გადავიდეთ ე. წ. ინდიფერენტული პროდუქტების (კარტოფილის პიურე, ჩაი, ორცხობილა, ბრინჯის ფაფა, შემდეგ – ქათმის ან ხბოს მოხარშული ხორცი) მიღებაზე. თუ ახალშობილს ან ჩვილს ძუძუს ვაწოვებთ, ეს უთუოდ უნდა გავაგრძელოთ.
ბაქტერიებით გამოწვეულ დიარეას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ, თუმცა ანტიმიკრობული თერაპია ყოველთვის არ არის საჭირო, ამიტომ მისი შერჩევა და დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა.
. რამდენად ეფექტიანია ბოთლებში ჩამოსხმული წყლის (ე. წ. წყაროს წყლის) გამოყენება ზაფხულში ნაწლავური ინფექციების დროს თუ მათი პროფილაქტიკისთვის?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, ინფექციური დიარეის დროს რეჰიდრატაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსხმული წყაროს წყლები აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს, ამიტომ მათი გამოყენება უსაფრთხოა და თამამად შეგვიძლია.
. რას ურჩევდით  ჩვენს მკითხველს? როგორ მოიქცნენ, რომ ზაფხულში ინფექციებთან კონტაქტი თავიდან აიცილონ?
– მწვავე დიარეის პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური მეთოდი პირადი ჰიგიენის დაცვაა. საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ უხარისხო ან არასწორად შენახული, ასევე თერმულად არასრულყოფილად  დამუშავებული პროდუქტები. ხილი და ბოსტნეული გულდასმით უნდა გაირეცხოს, სასმელად კი გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სუფთა წყალი. ამ პირობების ზედმიწევნით დაცვა ნაწლავურ ინფექციებს თავიდან აგვაცილებს.

https://lh4.googleusercontent.com/-19nhHluqup4/T0YDK4Y-NfI/AAAAAAAACAc/iZ6KWdJm3Ag/s300/maski-dlya-lica.jpgგამწმენდი საშუალებები
ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს   ნ ა ყ ე ნ ე ბ ი   დ ა   ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი  ს ა ხ ი ს  კ ა ნ ი ს  გ ა მ წ მ ე ნ დ ი   ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი
მშრალი სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ,

 

https://lh6.googleusercontent.com/-qCM5t7VJlzM/TvcxccG1LVI/AAAAAAAAA0M/90KSrMEwNZ0/s450/416879_image_large.jpgპატარა საოცრების მოვლაში გატარებული უძილო ღამეები – აი, პერსპექტივა (ალბათ, არცთუ ისე უსიამოვნო), რომელსაც მომავალი დედიკოები გულის ფანცქალით ელიან. ასე რომ, გირჩევთ: ცხრა თვე მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენებისთვის, იძინოთ დიდხანს და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას. მოევლინება თუ არა პატარა ქვეყნიერებას, დღეცა და ღამეც მხოლოდ მასზე ზრუნვაში გაივლის!
ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს  ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს,

 

https://lh3.googleusercontent.com/-fFlfWDrjxQE/T0IRLC6AbYI/AAAAAAAACAI/qgNHoxESF9U/s500/1305985994_kak-umenshit-vred-kureniya-i-brosit-kurit.jpgნებისმიერ თემაზე საუბრისას, რომელშიც თამბაქო ფიგურირებს, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ და მას ორი დეკადის განმალობაში მაინც აგრძელებენ, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე, ვიდრე არამწეველები. ცნობილია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის ყველაზე საშიში პრობლემა ფილტვის კიბო და გულის დაავადებებია. თამბაქოს მოხმარებით ჩნდება ასევე საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენები, მაგ. თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და და ხელებზე. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას,

 

https://lh3.googleusercontent.com/-UKaj9owhYv0/Tz0c5oZHrXI/AAAAAAAAB6w/M5EVUCT0UW4/s506/Stop-anxiety-attack.jpgაკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება,

 

https://lh6.googleusercontent.com/-WcnhehLBdx8/Tzunm2xTecI/AAAAAAAAB0Y/dCH4_axpUPM/s480/shop.jpgეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა “Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით,

 

https://lh6.googleusercontent.com/-P7ysLVFVxaU/TzUXAT4b9_I/AAAAAAAABm8/uWDFt754wy8/s420/1%2520%25282%2529.jpgგაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.
მიელინი ლიპიდურ-ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. არსებობს ორი სახის ნერვული ბოჭკო: მიელინიანი და უმიელინო. მიელინიანი ბოჭკოები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში გვხვდება,

 

https://lh4.googleusercontent.com/-VpPwZh6WHeU/TyKhvFORxgI/AAAAAAAABMM/wLSFormx608/s306/2344.jpgქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.
სოკოვანი დაავადებები
ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის,

 

https://lh5.googleusercontent.com/-3y-soxe-5_w/Tw2xUwKoITI/AAAAAAAAA7w/Ivoa7a0QZdI/s251/1184705824.jpgრა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი? რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.
ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები,

 

https://lh5.googleusercontent.com/-Z8MFxXn73p4/Tyal5GNWI3I/AAAAAAAABRE/ukI0BB2VFNo/s400/ajva.jpgკომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს: საქაროზას, ფრუქტოზას, მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით.კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები აწუხებთ.
ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს,

 

https://lh5.googleusercontent.com/-59FXHMnEbAE/Tx7Mi4tH1eI/AAAAAAAABAc/5rs_b3lOnPg/s348/Apple.jpgკვლევებით დადგინდა, რომ თავისა და მუცლის ტკივილს ადვილად დაამარცხებთ, თუ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევთ.ბროკოლი და ისპანახი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით; ხსნის სტრესს, ადუნებს გლუვ კუნთებს და ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძილისა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნეირომედიატორულ სეროტონინს ააქტიურებს.შავი ყურძენი, სტაფილო, პომიდორი, გოგრა და ატამი საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას გულ-სისხლძარღვთა და

 
0 10 შემდეგიშემდეგი 20
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა