მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ექიმის რჩევები

არტერიული წნევის მატება შეიძლება წლების განმავლობაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. უკონტროლოდ დარჩენილი ჰიპერტენზია ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს ზრდის, როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. არტერიული წნევა განისაზღვრება გულის მიერ გადატუმბული სისხლის რაოდენობით და იმ წინააღმდეგობით, რომელიც სისხლს სისხლძარღვებში მოძრაობისას ხვდება. ასე რომ, რაც მეტი სისხლის გადატუმბვა უხდება გულს და რაც უფრო ძლიერადაა შევიწროებული სისხლძარღვები, მით მაღალია არტერიული წნევა, რომელიც წესით, 140/90-ზე უნდა იყოს. მცდარია მოსახლეობაში გავრცელებული აზრი, თითქოს წნევის ციფრების ნორმა ინდივიდუალურია.
სიმპტომები
ბევრ ადამიანს აქვს არტერიული ჰიპერტენზია, მაგრამ საწყის ეტაპზე, მაშინაც, როცა წნევის ციფრები მნიშვნელოვნადაა მომატებული, თავს ცუდად არ გრძნობს, ზოგიერთს კი პირიქით, აწუხებს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ცხვირიდან მცირე სისხლდენა. ეს სიმპტომები მეტწილად, ვლინდება მაშინ, როცა არტერიულ ჰიპერტენზიას უკვე სერიოზული სახე აქვს მიღებული და ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის.
როდის მივმართოთ ექიმს?
წნევის გასაკონტროლებლად, უკვე 20 წლის ასაკიდან, წელიწადში 2-ჯერ უნდა მიმართოთ ექიმს, მაგრამ თუ ამას ვერ მოახერხებთ, მისი გაზომვა საოჯახო პირობებშიც შეიძლება და გირჩევთ, ის ზოგჯერ მაინც გაიკონტროლოთ.
არსებობს ორი სახის არტერიული ჰიპერტენზია:
* პირველადი არტერიული ჰიპერტენზია - შემთხვევათა 90-95%-ში არტერიული წნევის მატებას არა აქვს რაიმე განსაზღვრული მიზეზი. ჰიპერტენზიის ეს სახე, რომელსაც ესენციურ ანუ პირველად არტერიულ ჰიპერტენზიას უწოდებენ, როგორც წესი, ასაკთან ერთად ვითარდება; 
* მეორადი არტერიული ჰიპერტენზია - დარჩენილ 5-10%-ში ჰიპერტენზია ვითარდება თანმხლები დაავადებების ფონზე და როგორც წესი, აღმოცენდება მოულოდნელად. პირველად არტერიულ ჰიპერტენზიასთან შედარებით, ის უფრო მაღალია. მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა დაავადება (თირკმლების დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნე, გულის თანდაყოლილი პათოლოგია და ა.შ.) ან ზოგიერთი პრეპარატის (ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების, გაცივების საწინააღმდეგო წამლების და სხვა), ნარკოტიკების (მაგალითად, კოკაინი და ამფეტამინი) მიღება.
არსებობს არტერიული წნევის მატების რისკ-ფაქტორები, რომელთაგან ზოგის გაკონტროლება და თავიდან აცილებაა შესაძლებელი, ზოგის - არა.
არაკონტროლირებად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად ჰიპერტენზიის განვითარების რისკი მატულობს. მამაკაცებს უფრო ხშირად, წნევის მატება შუახნის ასაკში აღენიშნებათ, ქალებს - მენოპაუზის შემდეგ; თანაც არტერიული ჰიპერტენზია მეტწილად, თეთრკანიანებს აწუხებს; მემკვიდრეობა - "წნევიანების" ოჯახში ჰიპერტენზიამ შეიძლება, მემკვიდრული ხასიათი მიიღოს.
რისკ-ფაქტორები, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია: ჭარბი წონა ან სიმსუქნე, ადინამია, მოწევა, დიდი რაოდენობით მარილის მოხმარება, კალიუმის დეფიციტი, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება, სტრესი, ქრონიკული დაავადებები - სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლების დაავადება, აპნოს შეტევა ძილში (ხვრინვა) და სხვა.
ცხოვრების წესის შეცვლა
არტერიულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, თირკმლებისა და თვალის ბადურა გარსის პათოლოგიები. ამ დაავადების მკურნალობის მიზანია წნევის დაქვეითება და შესაბამისად, ორგანოების დაზიანების თავიდან აცილება. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა გულისხმობს 2 ძირითად მომენტს:  მედიკამენტოზურ მკურნალობას და ცხოვრების წესის შეცვლას.
წამლები დაავადებულს აუცილებლად ექიმმა უნდა დაუნიშნოს სრულფასოვანი გამოკვლევის, არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზისა და თანმხლები დაავადებების გამოვლინების შემდეგ. შესაძლოა, ავადმყოფმა გარკვეული პერიოდი, წნევის დარეგულირება დამოუკიდებლად (ან არასპეციალისტი ნაცნობ-მეგობრის რჩევების საფუძველზე), რომელიმე პრეპარატის მიღებით (ჰიპოტენზიური, შარდმდენი) მოახერხოს, მაგრამ ამას დროებითი ეფექტი ექნება. ასე რომ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. თუმცა, არც სპეციალისტის დანიშნულებით მკურნალობა იქნება ეფექტიანი, თუ არ მოხდა ცხოვრების წესის შეცვლა ანუ მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ჯანსაღ, აქტიურ ცხოვრებაზე გადასვლა, რაც გულისხმობს: ჯანსაღ კვებას, სიგარეტზე უარის თქმას, ფიზიკური ვარჯიშებით დაკავებას. რეკომენდებულია ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა. ზღვრული ფიზიკური დატვირთვა მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს და მასზე კონტროლი პულსის, სუნთქვის გახშირების ინტენსივობაზე დაკვირვებით უნდა მოვახდინოთ. ვარჯიშის შემდეგ გულისცემის სასურველი ციფრები ასეთია:
* 20-29 წელი - 140 წუთში;
* 30-39 წელი - 132 წუთში;
* 40-49 წელი - 125 წუთში;
* 50-59 წელი - 115 წუთში.
ასევე მნიშვნელოვანია:
* ნორმალური ძილი. საკმარისად მიიჩნევა 7 საათი ძილი. თუმცა ეს ინდივიდუალურია და ზოგს შეიძლება, გამოსაძინებლად 9-10 საათი დასჭირდეს;
* სიმშვიდე, სტრესებისგან თავის არიდება, ღამის ცვლაში მუშაობაზე უარის თქმა;
* წნევის კონტროლი და სპეციალური დღიურის შემოღება, სადაც პაციენტი ჩაინიშნავს დილის, შუადღისა და საღამოს წნევის ციფრებს;
* წნევის მატებისკენ მიდრეკილმა ქალებმა, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს იღებენ, მათი მოხმარება უნდა შეწყვიტონ.
სწორი კვება ჰიპერტენზიის დროს
არტერიული წნევის განვითარების რისკ-ფაქტორებს შორის არის ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე. ზედმეტი ჭამა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი კვების რაციონი ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ექიმები გვირჩევენ: მარილის მაქსიმალურად შეზღუდვას - მარილის მოხმარება დღეში არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს. მარილი შეიცავს ნატრიუმს, რომელიც იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და შესაბამისად, არტერიული წნევის მატებას. გაითვალისწინეთ, მარილს დიდი რაოდენობით შეიცავს ძეხვეული, კონსერვირებული და შებოლილი პროდუქტები; მეტი  ბოსტნეულის, ხილისა და უჯერი ცხიმის, რომელსაც მიეკუთვნება ზეთი (ის არ შეიცავს ქოლესტერინს) მიღებას; ზღვის პროდუქტების მირთმევას - ამის საშუალებით სისხლში მოხვდება ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, როგორიცაა: ვიტამინი ც, ლუტეინი, ბეტა-კაროტინი; კაკაოს მიღებას არტერიული წნევის შესამცირებლად და ჩაის დალევას მის მოსამატებლად; ალკოჰოლური სასმელების შეზღუდვას.
თუმცა ბოლო დროს სულ უფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ მშრალი წითელი ღვინო, მცირე რაოდენობით (დღეში 20 გრამამდე), სასარგებლოც კი არის; ყავის და კოფეინის შემცველი პროდუქტების შეზღუდვას და ჭვავის პურის მიღებას; კვების რაციონში ცხოველური ცხიმის შემცირებას - ის ქოლესტერინს შეიცავს; ბურღულეულის, თევზის, ქათმისა და ნიგვზის ჭამას; მაგნიუმით, კალიუმითა და კალციუმით მდიდარი პროდუქტებით კვების რაციონის გამდიდრებას.
კალიუმით მდიდარია: გარგარის ჩირი, ავოკადო, ბანანი, ჭარხალი, კივი, გოგრა, უცხიმო რძე, ატამი, ფორთოხალი, მიწის თხილი, კარტოფილი, ქიშმიში, პომიდორი.
მაგნიუმით მდიდარია: ლობიო, ბროკოლი, მიწის თხილი, ხამანწკები, გოგრის თესლი, სოიის რძე, ასკილი, თეთრი პური.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს დიეტის საფუძველს უნდა შეადგენდეს შემდეგი კერძები:
* უცხიმო ხორცი, უცხიმო თევზი (უპირატესად, მოხარშული);
* რძე და რძის პროდუქტები, უცხიმო ხაჭო და ყველი;
* ფაფა (წიწიბურას, ხორბლის, შვრიის და ა.შ.);
* მაწვნის, ხილის წვნიანი. კვირაში 2-ჯერ უცხიმო ხორცის წვნიანის მირთმევაც შესაძლებელია;
* ხილი და ბოსტნეული (ახალი ან დამწნილებული კომბოსტი, ახალი კიტრი, პამიდორი, ყაბაყი და გოგრა) ნედლი ან მოხარშული სახით;
* კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები (გარგარი, გარგარის ჩირი, ვაშლი და სხვა).
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებს ექიმთან დროული ვიზიტი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ცხოვრების წესის შეცვლა და ექიმის რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ და ყოველგვარ გართულებას თავიდან აგაცილებთ.

https://lh4.googleusercontent.com/-19nhHluqup4/T0YDK4Y-NfI/AAAAAAAACAc/iZ6KWdJm3Ag/s300/maski-dlya-lica.jpgგამწმენდი საშუალებები
ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს   ნ ა ყ ე ნ ე ბ ი   დ ა   ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი  ს ა ხ ი ს  კ ა ნ ი ს  გ ა მ წ მ ე ნ დ ი   ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი
მშრალი სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ,

 

https://lh6.googleusercontent.com/-qCM5t7VJlzM/TvcxccG1LVI/AAAAAAAAA0M/90KSrMEwNZ0/s450/416879_image_large.jpgპატარა საოცრების მოვლაში გატარებული უძილო ღამეები – აი, პერსპექტივა (ალბათ, არცთუ ისე უსიამოვნო), რომელსაც მომავალი დედიკოები გულის ფანცქალით ელიან. ასე რომ, გირჩევთ: ცხრა თვე მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენებისთვის, იძინოთ დიდხანს და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას. მოევლინება თუ არა პატარა ქვეყნიერებას, დღეცა და ღამეც მხოლოდ მასზე ზრუნვაში გაივლის!
ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს  ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს,

 

https://lh3.googleusercontent.com/-fFlfWDrjxQE/T0IRLC6AbYI/AAAAAAAACAI/qgNHoxESF9U/s500/1305985994_kak-umenshit-vred-kureniya-i-brosit-kurit.jpgნებისმიერ თემაზე საუბრისას, რომელშიც თამბაქო ფიგურირებს, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ და მას ორი დეკადის განმალობაში მაინც აგრძელებენ, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე, ვიდრე არამწეველები. ცნობილია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის ყველაზე საშიში პრობლემა ფილტვის კიბო და გულის დაავადებებია. თამბაქოს მოხმარებით ჩნდება ასევე საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენები, მაგ. თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და და ხელებზე. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას,

 

https://lh3.googleusercontent.com/-UKaj9owhYv0/Tz0c5oZHrXI/AAAAAAAAB6w/M5EVUCT0UW4/s506/Stop-anxiety-attack.jpgაკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება,

 

https://lh6.googleusercontent.com/-WcnhehLBdx8/Tzunm2xTecI/AAAAAAAAB0Y/dCH4_axpUPM/s480/shop.jpgეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა “Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით,

 

https://lh6.googleusercontent.com/-P7ysLVFVxaU/TzUXAT4b9_I/AAAAAAAABm8/uWDFt754wy8/s420/1%2520%25282%2529.jpgგაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.
მიელინი ლიპიდურ-ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. არსებობს ორი სახის ნერვული ბოჭკო: მიელინიანი და უმიელინო. მიელინიანი ბოჭკოები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში გვხვდება,

 

https://lh4.googleusercontent.com/-VpPwZh6WHeU/TyKhvFORxgI/AAAAAAAABMM/wLSFormx608/s306/2344.jpgქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.
სოკოვანი დაავადებები
ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის,

 

https://lh5.googleusercontent.com/-3y-soxe-5_w/Tw2xUwKoITI/AAAAAAAAA7w/Ivoa7a0QZdI/s251/1184705824.jpgრა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი? რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.
ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები,

 

https://lh5.googleusercontent.com/-Z8MFxXn73p4/Tyal5GNWI3I/AAAAAAAABRE/ukI0BB2VFNo/s400/ajva.jpgკომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს: საქაროზას, ფრუქტოზას, მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით.კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები აწუხებთ.
ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს,

 

https://lh5.googleusercontent.com/-59FXHMnEbAE/Tx7Mi4tH1eI/AAAAAAAABAc/5rs_b3lOnPg/s348/Apple.jpgკვლევებით დადგინდა, რომ თავისა და მუცლის ტკივილს ადვილად დაამარცხებთ, თუ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევთ.ბროკოლი და ისპანახი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით; ხსნის სტრესს, ადუნებს გლუვ კუნთებს და ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძილისა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნეირომედიატორულ სეროტონინს ააქტიურებს.შავი ყურძენი, სტაფილო, პომიდორი, გოგრა და ატამი საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას გულ-სისხლძარღვთა და

 
0 10 შემდეგიშემდეგი 20
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა