მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ექიმის რჩევები

სტატისტიკის თანახმად, ღვიძლის ციროზის შემთხვევათა ნახევარზე მეტს ალკოჰოლის ხანგრძლივი და ჭარბი მიღება განაპირობებს, 25%-ს - ვირუსული ჰეპატიტი, 25%-ის გამომწვევი კი დაუდგენელია.
როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან, რა არის საჭირო ღვიძლის, ამ სიცოცხლისათვის აუცილებელი ორგანოს გადასარჩენად? გვესაუბრება თერაპევტი ია არველაძე:
- ღვიძლის ციროზი არის დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, დაზიანებული უჯრედების ადგილას კი ნაწიბურებიანი ქსოვილი წარმოიქმნება.
სიტყვა "ციროზი" ყვითელს ნიშნავს. სწორედ ასეთ შეფერილობას იღებს ღვიძლი დაავადების უკანასკნელ სტადიაში (ჯანმრთელ ორგანოს მოწითალო-მოყავისფრო ფერი აქვს).
ღვიძლის ციროზის 80%  B და C ვირუსული ჰეპატიტებითა და ალკოჰოლის ჭარბი მიღებით არის გამოწვეული. მის განვითარებას ხელს უწყობს აუტოიმუნური ჰეპატიტიც.
ეს დაავადება იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის შემდეგ ვითარდება - ორგანიზმი მოულოდნელად იწყებს ისეთი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ღვიძლს აზიანებს. ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა ხანგრძლივი ქოლესტაზი - თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის გადასვლის შემცირება. დაავადებას იწვევს ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლაც.
- რა ხდება ღვიძლში ციროზის განვითარების შემთხვევაში?
- იწყება ღვიძლის აგებულების რღვევა და მისი ნორმალური უჯრედების გადაგვარება. ღვიძლს აღარ შესწევს უნარი, თავისი ფუნქციები შეასრულოს. არადა, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოა, რომელიც 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ტყუილად კი არ ეწოდება ინგლისურად "ლივერ", რაც მაცოცხლებელს ნიშნავს.
- როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
- ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ანალიზი ვირუსულ ჰეპატიტზე, გასტროსკოპია, ღვიძლისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების ულტრაბგერითი დათვალიერება; ზოგ შემთხვევაში ტარდება ღვიძლის ბიოფსიაც და სხვა გამოკვლევები.
- იკურნება ციროზი?
- არა. ეს დაავადება პროგრესირდება და სახიფათო გართულებებს იწვევს. შესაძლებელია მხოლოდ შეჩერება, ისიც - ადრეულ სტადიებში. ციროზის მკურნალობის მიზანია, მოიხსნას უსიამოვნო სიმპტომები და შენელდეს გართულებათა პროგრესირება.
- რას ითვალისწინებს მკურნალობა?
- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დიეტა, რომელიც გამორიცხავს ცხიმებს, შემწვარ-მოხრაკულს, ალკოჰოლს. ინიშნება შარდმდენი საშუალებები, იშვიათად ვირუსსაწინააღმდეგო თერაპია (ზოგჯერ სწორედ ასეთი თერაპია აფერხებს დაავადების განვითარებას). კარგი შედეგი აქვს პლაზმოფერეზს - სისხლის ტოქსინებისგან გაწმენდას (თუ ღვიძლი თვითონ ვეღარ ახერხებს მათთან გამკლავებას). უკიდურეს შემთხვევაში კეთდება ოპერაცია - შუნტირება, რომლის მიზანია სისხლის ნაკადისთვის ახალი გზების შექმნა. ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა, რომელიც ქირურგის მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.
- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
- ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება, თავი აარიდოთ ალკოჰოლის ჭარბ მიღებას. ამას, უპირველეს ყოვლისა, ვთხოვ ახალგაზრდებსა და მოზარდებს, რადგან ბოლო ხანს ისინი სპირტიან სასმელებს ეტანებიან. ჭარბი ალკოჰოლი და ნარკოტიკები ორგანიზმში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომელთა გამოსწორება შემდეგ შეუძლებელია.
ცნობისათვის
ციროზის პირველი ნიშნებია უმადობა, სიგამხდრე, სისუსტე, ყრუ ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება ნეკნებს ქვემოთ, მარჯვნივ, მუცლის ზედა მხარეს, აგრეთვე სიყვითლე, რასაც ღვიძლიდან ნაღვლის გამოყოფის დარღვევა განაპირობებს; იწყება ღვიძლის გადიდება (ან დაპატარავება);
თავს იჩენს მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, მწარე გემო პირში, შარდის შეკავება; მუცლის ზედა ნაწილში ვენები ფართოვდება და ჭიპლარის გარშემო ჩნდება მოლურჯო ნახატი, რომელიც მედუზას თავს ჰგავს, მკერდზე, ზურგსა და მხრებზე ჩნდება წითელი ლაქები, რომლებიც ვარსკვლავებს წააგავს;
წითლდება ხელისგულები; მამაკაცებს უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, სცვივათ თმა, ქალებს უწყდებათ მენსტრუაცია; ავადმყოფი ხშირად უჩივის თავის ტკივილებს; ფართოვდება საყლაპავის ვენებიც, მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ გასტროსკოპიით შეიძლება.
 ”ყველა სიახლე”

https://lh4.googleusercontent.com/-19nhHluqup4/T0YDK4Y-NfI/AAAAAAAACAc/iZ6KWdJm3Ag/s300/maski-dlya-lica.jpgგამწმენდი საშუალებები
ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს   ნ ა ყ ე ნ ე ბ ი   დ ა   ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი  ს ა ხ ი ს  კ ა ნ ი ს  გ ა მ წ მ ე ნ დ ი   ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი
მშრალი სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ,

 

https://lh6.googleusercontent.com/-qCM5t7VJlzM/TvcxccG1LVI/AAAAAAAAA0M/90KSrMEwNZ0/s450/416879_image_large.jpgპატარა საოცრების მოვლაში გატარებული უძილო ღამეები – აი, პერსპექტივა (ალბათ, არცთუ ისე უსიამოვნო), რომელსაც მომავალი დედიკოები გულის ფანცქალით ელიან. ასე რომ, გირჩევთ: ცხრა თვე მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენებისთვის, იძინოთ დიდხანს და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას. მოევლინება თუ არა პატარა ქვეყნიერებას, დღეცა და ღამეც მხოლოდ მასზე ზრუნვაში გაივლის!
ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს  ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს,

 

https://lh3.googleusercontent.com/-fFlfWDrjxQE/T0IRLC6AbYI/AAAAAAAACAI/qgNHoxESF9U/s500/1305985994_kak-umenshit-vred-kureniya-i-brosit-kurit.jpgნებისმიერ თემაზე საუბრისას, რომელშიც თამბაქო ფიგურირებს, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ და მას ორი დეკადის განმალობაში მაინც აგრძელებენ, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე, ვიდრე არამწეველები. ცნობილია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის ყველაზე საშიში პრობლემა ფილტვის კიბო და გულის დაავადებებია. თამბაქოს მოხმარებით ჩნდება ასევე საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენები, მაგ. თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და და ხელებზე. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას,

 

https://lh3.googleusercontent.com/-UKaj9owhYv0/Tz0c5oZHrXI/AAAAAAAAB6w/M5EVUCT0UW4/s506/Stop-anxiety-attack.jpgაკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება,

 

https://lh6.googleusercontent.com/-WcnhehLBdx8/Tzunm2xTecI/AAAAAAAAB0Y/dCH4_axpUPM/s480/shop.jpgეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა “Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით,

 

https://lh6.googleusercontent.com/-P7ysLVFVxaU/TzUXAT4b9_I/AAAAAAAABm8/uWDFt754wy8/s420/1%2520%25282%2529.jpgგაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.
მიელინი ლიპიდურ-ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. არსებობს ორი სახის ნერვული ბოჭკო: მიელინიანი და უმიელინო. მიელინიანი ბოჭკოები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში გვხვდება,

 

https://lh4.googleusercontent.com/-VpPwZh6WHeU/TyKhvFORxgI/AAAAAAAABMM/wLSFormx608/s306/2344.jpgქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.
სოკოვანი დაავადებები
ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის,

 

https://lh5.googleusercontent.com/-3y-soxe-5_w/Tw2xUwKoITI/AAAAAAAAA7w/Ivoa7a0QZdI/s251/1184705824.jpgრა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი? რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.
ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები,

 

https://lh5.googleusercontent.com/-Z8MFxXn73p4/Tyal5GNWI3I/AAAAAAAABRE/ukI0BB2VFNo/s400/ajva.jpgკომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს: საქაროზას, ფრუქტოზას, მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით.კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები აწუხებთ.
ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს,

 

https://lh5.googleusercontent.com/-59FXHMnEbAE/Tx7Mi4tH1eI/AAAAAAAABAc/5rs_b3lOnPg/s348/Apple.jpgკვლევებით დადგინდა, რომ თავისა და მუცლის ტკივილს ადვილად დაამარცხებთ, თუ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევთ.ბროკოლი და ისპანახი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით; ხსნის სტრესს, ადუნებს გლუვ კუნთებს და ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძილისა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნეირომედიატორულ სეროტონინს ააქტიურებს.შავი ყურძენი, სტაფილო, პომიდორი, გოგრა და ატამი საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას გულ-სისხლძარღვთა და

 
0 10 შემდეგიშემდეგი 20
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა