მედ ცენტრები
კალკულატორი
ორსულობის გამომთვლელი
მშობიარობის გამომთვლელი
ცნობარი
სასწრაფო დახმარება
პროფილაქტიკა და ვაქცინაცია
საინფორმაციო
სამედიცინო ცენტრები
სამედიცინო აპარატურა
მიკროლაიფი
საკვები დანამატები
ორლინგი
ფიტოთერაპია
ნატურფარმი
მედიკამენტები
ფიკ მედიკალი
მედიალი
სანოფი - ავენტისი
ავერსი
თბილქიმფარმი
ნატუროპათი
კამელინი
დენკ–ფარმა
ნატურფარმი
იცხოვრეთ ჯანმრთელად
ეს საინტერესოა
ჯანმრთელი კვება
სილამაზის რეცეპტები
კურორტული მკურნალობა
სასარგებლო რჩევები
დიეტა
მედიცინა და რელიგია
მედიცინის ისტორია
ხალხური მედიცინა
ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
სიყვარული და ურთიერთობები
ჯანმრთელობა და სექსი
დედობა
ორსულობიდან – მშობიარობამდე
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ბავშვები ჩვენი საზრუნავი
 ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მასტოპათია, 20 წელს გადაცილებულ ყოველ მერვე ქალს მისი ნიშნები აქვს.
რა იწვევს ამ დაავადებას და რა საფრთხე ემუქრება ქალს, რომელიც წლობით არ მიაქცევს ყურადღებას მის სიმპტომებს? გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ციხისელი:
- მასტოპათია სარძევე ჯირკვლების დისჰორმონული კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც 60-მდე დაავადებას აერთიანებს. ქირურგებისა და ონკოლოგების მასტოპათიით დაინტერესება, პირველ რიგში, იმით არის  განპირობებული, რომ მის ფონზე სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე ვითარდება. დადგენილია, რომ დიფუზური მასტოპათიის ფონზე ამ დაავადების განვითარების ალბათობა 2,7-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ნორმალური სარძევე ჯირკვლის ქსოვილის არსებობისას, ხოლო კვანძოვანი მასტოპათიისას რისკი დაახლოებით 7-ჯერ იზრდება.
ვინაიდან არსებობს ორი სახის მასტოპათია, მკურნალობაც ორი სახისაა. კვანძოვანი მასტოპათიის შემთხვევაში ხდება ქირურგიული მკურნალობა, ანუ კეთილთვისებიანი სიმსივნური კვანძის  ამოკვეთა. რაც შეეხება დიფუზურ მასტოპათიას, ვინაიდან ეს დისჰორმონული პროცესია, მედიკამენტურ მკურნალობას ამჯობინებენ. მედიკამენტური მკურნალობა ინდივიდუალურია, რაც იმით არის განპირობებული, რომ სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს სხვადასხვა ფორმის მასტოპათია აღენიშნებათ.
- რას მოიცავს მედიკამენტური მკურნალობა?
- ძირითადად - ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, აგრეთვე - ისეთი მედიკამენტებისას, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონული ცვლის მოწესრიგებას - მასტოპათია საკვერცხეების, ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ურთიერთქმედების დარღვევის შედეგად ვითარდება. გასათვალისწინებელია, რომ ძუძუ ის ორგანოა, რომელიც რეაგირებს ყველაფერზე: ასაკზე, აბორტზე, მშობიარობაზე, ლაქტაციის (ძუძუთი კვება) ხანგრძლივობაზე, ლაქტაციიდან გამოსვლის მეთოდებზე, სტრესზე. აქედან გამომდინარე, ყველა პაციენტისადმი მიდგომა ინდივიდუალურია.
- რას გულისხმობს მასტოპათიის პროფილაქტიკა?
- ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა ბოლო ხანს საგრძნობლად იმატა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, გაახალგაზრდავდა კიდეც, ამიტომ სამედიცინო საზოგადოება ქალებს დაბეჯითებით ურჩევს, ჩაიტარონ სტანდარტული გამოკვლევები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დროულად აღმოვაჩინოთ სარძევე ჯირკვლებში მომხდარი ცვლილებები.
- თუ პრობლემებმა მაინც იჩინა თავი, რას ურჩევთ ქალბატონებს?
- დღეს ქალების ერთადერთი ხსნაა კონტროლი, ყურადღება და პერიოდული ვიზიტები ექიმთან. თუ დაავადების პირველ სტადიაში გვაქვს შანსი, გადავარჩინოთ პაციენტთა 95%, მესამე სტადიაში ეს მაჩვენებელი 20-30%-მდე იკლებს. კიდევ ვიმეორებ: დღეს ერთადერთი ხსნა დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობაა.
როცა პაციენტი გვიან მოდის, შანსი მცირდება, გარდა ამისა, მკურნალობა ძვირდება, ეს ყველაფერი აწვება ადამიანის ფსიქიკას და მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. ჩვენი პაციენტები კი უსახსრობის გამო სრულფასოვან მკურნალობასაც ვერ იტარებენ. პროფილაქტიკა გაცილებით იაფი და ეფექტიანია.
ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. დაავადების საწყის სტადიაში აღმოჩენისას გაცილებით მაღალია გამოჯანმრთელებისა და გადარჩენის შანსი.
ამის გამო მრავალ ქვეყანაში ონკოლოგიური სფერო სახელმწიფო დოტაციაზეა. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც ასე უნდა იყოს. ეს ადამიანებს დროული და სრულფასოვანი მკურნალობის საშუალებას მისცემდა.
ცნობისათვის
სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტთა რიცხვი ბოლო ხანს მკვეთრად გაიზარდა. 2008 წელს საქართველოში ასეთი 47580 ადამიანი აღირიცხა, 2007 წელს კი - 46455.
მასტოპათიის პრევენციისათვის ქალმა ყოველთვიურად უნდა გაისინჯოს სარკის წინ მკერდი (ძუძუს მიდამოები, იღლიისქვეშა ჯირკვლები) და წელიწადში ორჯერ მაინც მივიდეს ექიმთან პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის და, თუ საჭიროა, მასტოპათიის საწინააღმდეგო  მკურნალობისთვისაც.
"ყველა სიახლე"

https://lh4.googleusercontent.com/-19nhHluqup4/T0YDK4Y-NfI/AAAAAAAACAc/iZ6KWdJm3Ag/s300/maski-dlya-lica.jpgგამწმენდი საშუალებები
ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს   ნ ა ყ ე ნ ე ბ ი   დ ა   ნ ა ხ ა რ შ ე ბ ი
მშრალი კანის დასაბანად საპნის გარეშე, რეკომენდებულია შემდეგ მცენარეთა ნაყენები და ნახარშები: პიტნა, ოხრახუში, ვირისტერფა, ვარდის ფურცლები.
2 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ლ მდუღარეს და აჩერებენ 10-20 წთ. ან ხარშავენ 5 წუთით. იწმენდენ სახეს დღეში 2-3-ჯერ.
მ შ რ ა ლ ი  ს ა ხ ი ს  კ ა ნ ი ს  გ ა მ წ მ ე ნ დ ი   ე მ უ ლ ს ი ა
იღებენ 1 კვერცხის გულს, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენს, 1/2 ჭიქა ახალ არაჟანსა და 1 ს.კ. არაყს.
ყველაფერს ურევენ კარგად, წურავენ, ასხამენ მინის ჭურჭელში და ინახავენ ცივ ადგილას. იწმენდენ სახეს ყოველდღე.
მ ჟ ა ვ ე წ ყ ა ლ ი
მშრალი სახის კანის საპნით დაბანის შემდეგ,

 

https://lh6.googleusercontent.com/-qCM5t7VJlzM/TvcxccG1LVI/AAAAAAAAA0M/90KSrMEwNZ0/s450/416879_image_large.jpgპატარა საოცრების მოვლაში გატარებული უძილო ღამეები – აი, პერსპექტივა (ალბათ, არცთუ ისე უსიამოვნო), რომელსაც მომავალი დედიკოები გულის ფანცქალით ელიან. ასე რომ, გირჩევთ: ცხრა თვე მაქსიმალურად გამოიყენოთ დასვენებისთვის, იძინოთ დიდხანს და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოვლას. მოევლინება თუ არა პატარა ქვეყნიერებას, დღეცა და ღამეც მხოლოდ მასზე ზრუნვაში გაივლის!
ჯანსაღ, სრულყოფილ ძილს  ჯანმრთელობისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც კვების ადეკვატურ რეჟიმსა და ფიზიკურ დატვირთვას. თუ ორსულს ძილი აერია, ამაში საგანგაშო არაფერია. ეს, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპენსაციაა იმ უძილო ღამეებისა, რომელთათვისაც ყველა მომავალი დედა მზად უნდა იყოს. მოთენთილობა და ძილიანობა იმ ფიზიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს,

 

https://lh3.googleusercontent.com/-fFlfWDrjxQE/T0IRLC6AbYI/AAAAAAAACAI/qgNHoxESF9U/s500/1305985994_kak-umenshit-vred-kureniya-i-brosit-kurit.jpgნებისმიერ თემაზე საუბრისას, რომელშიც თამბაქო ფიგურირებს, უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ და მას ორი დეკადის განმალობაში მაინც აგრძელებენ, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე, ვიდრე არამწეველები. ცნობილია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის ყველაზე საშიში პრობლემა ფილტვის კიბო და გულის დაავადებებია. თამბაქოს მოხმარებით ჩნდება ასევე საზოგადოებაში ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენები, მაგ. თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და და ხელებზე. თამბაქო ასუსტებს იმუნურ სისტემას,

 

https://lh3.googleusercontent.com/-UKaj9owhYv0/Tz0c5oZHrXI/AAAAAAAAB6w/M5EVUCT0UW4/s506/Stop-anxiety-attack.jpgაკვიატებული მოქმედებები და აკვიატებული შიშები აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზების რიცხვს ეკუთვნის. ნევროზები ფსიქოგენურ-რეაქციულ დაავადებათა ჯგუფია. ამ დაავადებებს საფუძვლად უდევს უმაღლესი ნერვული მოქმედების დარღვევა, რომელიც განსხვავებული ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით არის გამოწვეული.ნევროზის აღმოცენება უმეტესად დამოკიდებულია არა პათოგენური გამღიზიანებლის ძალაზე, არამედ ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში ადამიანის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციონალურ მდგომარეობასა და მატრავმირებელი ზემოქმედების მნიშვნელობაზე.ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლების მოქმედება,

 

https://lh6.googleusercontent.com/-WcnhehLBdx8/Tzunm2xTecI/AAAAAAAAB0Y/dCH4_axpUPM/s480/shop.jpgეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა “Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით,

 

https://lh6.googleusercontent.com/-P7ysLVFVxaU/TzUXAT4b9_I/AAAAAAAABm8/uWDFt754wy8/s420/1%2520%25282%2529.jpgგაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელსაც უმეტესად პროგრესული მიმდინარეობა ახასიათებს. ამ დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინი, მხედველობის ნერვები, ზურგის ტვინი, რაც იწვევს ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციების მოშლას. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული კერების წარმოქმნა.
მიელინი ლიპიდურ-ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. არსებობს ორი სახის ნერვული ბოჭკო: მიელინიანი და უმიელინო. მიელინიანი ბოჭკოები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში გვხვდება,

 

https://lh4.googleusercontent.com/-VpPwZh6WHeU/TyKhvFORxgI/AAAAAAAABMM/wLSFormx608/s306/2344.jpgქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.
სოკოვანი დაავადებები
ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის,

 

https://lh5.googleusercontent.com/-3y-soxe-5_w/Tw2xUwKoITI/AAAAAAAAA7w/Ivoa7a0QZdI/s251/1184705824.jpgრა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი? რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.
ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები,

 

https://lh5.googleusercontent.com/-Z8MFxXn73p4/Tyal5GNWI3I/AAAAAAAABRE/ukI0BB2VFNo/s400/ajva.jpgკომში ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს: საქაროზას, ფრუქტოზას, მდიდარია B1, B2, PP, C და E ვიტამინებით, კაროტინით, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინით, ფოსფორითა და კობალტით.კომშის ნაყოფი, კანი და ფოთლები მნიშვნელოვანი და აუცილებელია ორგანიზმისთვის. მისი არომატი კი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ის არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც ენტერიტი, ენტეროკოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები აწუხებთ.
ჰიპერტონიისა და დიაბეტის დროს,

 

https://lh5.googleusercontent.com/-59FXHMnEbAE/Tx7Mi4tH1eI/AAAAAAAABAc/5rs_b3lOnPg/s348/Apple.jpgკვლევებით დადგინდა, რომ თავისა და მუცლის ტკივილს ადვილად დაამარცხებთ, თუ ხილ-ბოსტნეულს მიირთმევთ.ბროკოლი და ისპანახი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით; ხსნის სტრესს, ადუნებს გლუვ კუნთებს და ისეთ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ძილისა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნეირომედიატორულ სეროტონინს ააქტიურებს.შავი ყურძენი, სტაფილო, პომიდორი, გოგრა და ატამი საგრძნობლად აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას გულ-სისხლძარღვთა და

 
0 10 შემდეგიშემდეგი 20
 
დაავადებები
სასუნთქი სისტემა
გულ–სისხლძარღვთა სისტემა
კუჭნაწლავის დაავადებები
შარდსასქესო სისტემა
რევმატული დაავადებები
სისხლძარღვთა სისტემა
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები
ონკოლოგია
სისხლის დაავადებები
ენდოკრინოლოგია
დერმატო–ვენეროლოგია
ინფექციური დაავადებები
გინეკოლოგია
ყელ–ყური
სტომატოლოგია
ძვალ-სახსროვანი სისტემა